ფრანჩესკო II სფორცა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მმართველი |სახელი = ფრანჩესკო II სფორცა |სურათი = Tiziano e-...
 
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
 
ხაზი 20:
 
== ბიოგრაფია ==
ფრანჩესკო დაიბადა 1495 წლის 4 თებერვალს მილანში. იგი იყო მილანის ჰერცოგ [[ლუდოვიკო სფორცა|ლუდოვიკო სფორცასა]] და მისი მეუღლის, [[ბეატრიჩე დ’ესტე|ბეატრიჩე დ’ესტეს]] მეორე ვაჟი. მას სახელი ბაბუის, მილანის ჰერცოგ [[ფრანჩესკო I სფორცა|ფრანჩესკო I]]-ის პატივსაცემად დაარქევესდაარქვეს. იგი სულ ორი წლის იყო, როდესაც დედამისი მშობიარობას გადაჰყვა. მისმა ბავშვობამ და მთლიანად ცხოვრებამ, [[იტალიური ომები|იტალიური ომების]] პერიოდში გაიარა. 1500 წელს საფრანგეთის მეფე [[ლუი XII]] შევიდა მილანში და ლუდოვიკო დაამხო, რომელიც ვაჟებთან ერთად ავსტრიაში გაიქცა, სადაც იმპერატორს ცოლად მისი ძმისწული, [[ბიანკა მარია სფორცა]] ჰყავდა.
 
ლუდოვიკო მალე უკან დაბრუნდა და ტახტის დაკავება სცადა, თუმცა ლუი XII-მ იგი დაატყვევა და საფრანგეთში, შატო დე ლოშში გამოკეტა, სადაც იგი სიცოცხლის ბოლომდე ჰყავდა დამწყვდეული, სადაც იგი 1508 წელს დაიღუპა. 1512 წელს, ცოტახნით შეძლო ფრანჩესკოს ძმამ, [[მასიმილიანო სფორცა|მასიმილიანომ]] ტახტის დაბრუნება, მაგრამ იგი მეფე [[ფრანსუა I (საფრანგეთი)|ფრანსუა I]]-მა მოისყიდა და ტახტი 1515 წელს ფრანგებს დაუთმო. ფრანჩესკომ მხოლოდ 1521 წელს მოახერხა საღვთო რომის იმპერატორ [[კარლ V]]-ის დახმარებით დაებრუნებინა მილანის ტახტი და გაეძევებინა ფრანგები. იგი თავისი დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო, რომელიც მილანს მართავდა. მის მმართველობასა და საჰერცოგოს სპეციალურად იცავდა კარლ V-ის ესპანური ჯარები.