ყვითელფეხა წინტალა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ყვითელფეხა წინტალა''' (Charadrius melodus) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ყვითელფეხა წინტალა''' (Charadrius melodus) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 17–18 სმ, მასა 43–63 გრამი. შეფერილია ქარც-მორუხო-ყავისფრად, მუცელი თეთრია, აქვს ვიწრო, ზოგჯერ გაწყვეტილი საყელო. ფეხები მოყვითალო-ნარინჯისფერია. გამრავლების სეზონზე ნისკარტი შეფერილია ნარინჯისფრად, მისი წვერი შავია; საყელო და შუბლზე არსებული ზოლიც აგრეთვე შავი. დანარჩენ დროს საყელო რუხ ფერს იღებს და მკერდის მიდამოში წყდება. მრავლდებიან აშშ-სა და კანადაში — ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, დიდ ვაკეებზე და დიდი ტბების რეგიონში; მცირე რაოდენობით ბუდობს სენ-პიერსა და მიკელონზე. იზამთრებს კაროლინიდან (აშშ) ტამაულიპასის შტატამდე (მექსიკა), ბაჰამის კუნძულებზე, კუბაზე, ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებზე (გაერთიანებული სამეფო), აგრეთვე გვხვდება ბარბადოსზე, ჰაიტიზე, დომინიკელთა რესპუბლიკაში, ბერმუდაზე, იამაიკაზე, პუერტო-რიკოში (აშშ), აშშ-ისა და ბრიტანეთი ვირჯინის კუნძულებზე, სენტ-კისტსა და ნევისში. ბუდობს მოქცევის დონის მაღლა რბილ ქვიშიან ადგილებში, სადაც ნაკლები მცენარეულობაა. ზამთარს ატარებს სანაპიროს პლაჟებზე, ქვიშიან ან ლამიან თავთხელებში.