თებერვლის რევოლუცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 8:
[[1915]] წელს იმპერატორმა [[ნიკოლოზ II (რუსეთი)|ნიკოლოზ II-მ]] არმიის ხელმძღვანელობა თავის თავზე აიღო და ფრონტის ხაზზე გაეშურა პოლონეთში. ამით იმპერატორი არმიის რიგებში საბრძოლო განწყობის ამაღლებას ცდილობდა, თუმცა სამხედრო დამარცხებებს მაინც ვერ აცდა. გაუარესებული იყო ორგანიზება, გაჩნდა საბრძოლო და სამედიცინო მასალის დეფიციტი არმიაში. რუსეთის მოსახლეობა პასუხისმგებლობას იმპერატორს აკისრებდა.
 
ნიკოლოზ II-ის რუსეთიდან გამგზავრების შემდეგ, ხელისუფლებაში გავლენა მისმა მეუღლემ, — [[ალექსანდრა თედორეს ასული (ნიკოლოზ II-ის მეუღლე)|ალექსანდრამ]] მოიპოვა. ის ყველანაირად ცდილობდა არ დაეშვა საიმპერიო ხელისუფლების წევრების ინდივიდუალური პოლიტიკური გაძლიერება, რათა არ შემცირებულიყო მისი ქმრის ავტორიტეტი. მთავრობა, რომელიც მანამდე ეფექტურიეფექტიანი იყო, ჯეროვნად ვეღარ ასრულებდა თავის მოვალეობას.
 
1917 წლის დასაწყისისათვის რუსეთი ეკონომიკური კატასტროფის წინაშე იდგა. მილიონობით გლეხი და ფერმერი არმიაში იყო გაწვეული, რამაც სამუშაო ძალის დეფიციტი გააჩინა. შემცირდა წარმოება, გაიზარდა ფასები პროდუქტზე. ქალაქების საკვებით მომარაგებას კიდევ უფრო ართულებდა ქვეყნის განუვითარებელი სარკინიგზო სისტემა, რომელიც სამხედრო საჭიროებებზე იყო მორგებული და ძირითადად ჯარის გადაყვანასათვის გამოიყენებოდა.