ელენე ძამაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
{{ვიკი}}
'''ელენე ძამაშვილი''' (დ. [[16 თებერვალი]], [[1942]], -[[თბილისი]] — გ. [[21 ივლისი]], [[2020]], [[კაირო]]) -— ქართველი კლასიკური მუსიკის ქართველი პიანისტი და პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, კაიროს კონსერვატორიის პროფესორი.
 
 
'''ელენე ძამაშვილი''' (1942 - 2020) - კლასიკური მუსიკის ქართველი პიანისტი და პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, კაიროს კონსერვატორიის პროფესორი.
 
 
 
== ბიოგრაფია ==
ელენე ძამაშვილი დაიბადა ქალაქ [[თბილისი|თბილისში]] 1942 წლის 16 თებერვალს ისტორიკოს ვახტანგ ძამაშვილის და პიანისტ ნინო ძამაშვილის ოჯახში.
 
 
1961 წელს ელენემ დაამთავრა მეორე მუსიკალური სასწავლებელი, სადაც სწავლობდა პედაგოგ ლუსია ესაიანის კლასში. იმავე წელს ის ჩაირიცხა [[თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია|თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში]] ტატიანა გოლდფარბის კლასში, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა პედაგოგ [[თენგიზ ამირეჯიბი|თენგიზ ამირეჯიბთან]].
 
 
14 წლის ასაკში ელენეს ჰქონდა პირველი სოლო გამოსვლა კონსერვატორიაში<ref>http://www.rcmagazine.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1239&Itemid=&ed=41</ref>, სადაც მოგვიანებით, 1971 წლიდან 1990 წლამდე, იგი მუშაობდა კონცერტმეისტერად და ვოკალური ანსამბლის კლასის პედაგოგად. ის, აგრეთვე, მოღვაწეობდა პიანისტად სიმფონიურ ორკესტრთან და [[საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი|ტელერადიოკომიტეტში]]. მისი შესრულებით განხორციელდა 600-ზე მეტი ჩანაწერი<ref>http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009357/</ref>.
 
 
 
[[საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭო|საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს]] პრეზიდიუმის 1990 წლის 23 ივლისის [http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/290360/2/Umaglesi_Sabchos_Uwyebebi_1990_N7_Rus.pdf N181 დადგენილებით,] ელენე ძამაშვილს მიენიჭა [[საქართველოს დამსახურებული არტისტის]] წოდება.
 
 
 
კაიროს [[:en:Cairo_Conservatoire|კონსერვატორიის]] მიწვევით, 1991 წლის სექტემბერში ელენე [[ეგვიპტე|ეგვიპტეში]] გაემგზავრა. აქ იგი სიცოცხლის ბოლომდე მრავალმხრივ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა:
* მუშაობდა პედაგოგად [[კაიროს ოპერასთან]] არსებულ ნიჭიერთა განვითარების ცენტრში;
* მოღვაწეობდა კაიროს ამერიკული უნივერსიტეტის მუსიკის დეპარტამენტში.
 
 
ყოველწლიურად ელენე ძამაშვილი ატარებდა სოლო-კონცერტებს, ასევე უკრავდა ადგილობრივ და მიწვეულ სტუმარ მუსიკოსებთან. მან შექმნა შემოქმედებითი დუეტი კონსერვატორიის დეკანთან, მევიოლინე ჰასან შარარასთან, აგრეთვე, ჩამოაყალიბა კაიროს საფორტეპიანო კვარტეტი<ref>https://www.cairo360.com/event/egyptian-piano-quartet-at-cairo-opera-house/
</ref>.
 
 
ელენეს არაერთმა მოსწავლემ მიაღწია საერთაშორისო აღიარებას, მათ შორის [https://www.cuatropuntos.org/mohamed-shams.html მუჰამედ შამსმა] და [https://www.carthage.edu/live/profiles/1692-wael-farouk ვაელ ფარუკმა]. 2014 წელს კაიროში გამართული შოპენის მუსიკის საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებულთა უმრავლესობას ელენე ძამაშვილის სტუდენტები წარმოადგენდნენ.
 
 
კულტურის სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცების მიზნით მისი ინიციატივით მოეწყო რამდენიმე კონცერტი კლასიკური მუსიკის ქართველ და ეგვიპტელ კომპოზიტორთა ნაწარმოებების შესრულებით<ref>http://english.ahram.org.eg/News/99902.aspx</ref>.
 
 
 
ელენე ძამაშვილი გარდაიცვალა 2020 წლის 21 ივლისს კაიროში. იგი დაკრძალულია ქალაქის მარ-გირგისის უბანში მდებარე ბერძნულ მართლმადიდებლურ სასაფლაოზე [[:en:Church_of_St._George_(Cairo)|წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის]] სიახლოვეს.
 
 
 
== დამატებითი რესურსები ინტერნეტში ==
* გაზეთ "ალ-აჰრამის" 2015 წლის ვრცელი [http://english.ahram.org.eg/News/125728.aspx სტატია] ელენე ძამაშვილის შესახებ ინგლისურ ენაზე.
* საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2017 წელს ჩაწერილი [http://old.1tv.ge/ge/videos/view/187952.html ინტერვიუ] ელენე ძამაშვილთან.
 
* ელენე ძამაშვილის [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009357/ ბიოგრაფია] ქართული მუსიკის ენციკლოპედიაში, 2015 წ., გვ.552.
 
 
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2017 წელს ჩაწერილი [http://old.1tv.ge/ge/videos/view/187952.html ინტერვიუ] ელენე ძამაშვილთან.
 
 
ელენე ძამაშვილის [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009357/ ბიოგრაფია] ქართული მუსიკის ენციკლოპედიაში, 2015 წ., გვ.552.
 
 
 
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}