ბანგკოკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 54:
 
ბანგკოკი ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ყველაზე დინამიური ქალაქია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ბოლო დროს ის რეგიონალური ცენტრის პოზიციაში ეპაექრება [[სინგაპური|სინგაპურსა]] და [[ჰონკონგი|ჰონკონგს]]. ქალაქი ცნობილია თავისი კულტურული ღირშესანიშნაობებით და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია, რომლის მიმზიდველობას სხვა დანარჩენთან ფაქტორებთან ერთად ასევე შედარებითი სიიაფეც განაპირობებს. ბანგკოკი მუდმივად ხვდება ტურისტული დანიშნულების ადგილების საერთაშორისო რეიტინგებში. მისი მთავარი ღირშესანიშნაობებია წითელი ფარდების კვარტალები, დიდი სასახლე და ბუდისტური ტაძრები.
 
==ისტორია==
ბანგკოკის ისტორია XV საუკუნეში იწყება, როცა ის მდინარე ჩაო ფრაიას დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სოფელი და აიუთაიას სამეფოს ნაწილი იყო. მდინარის ნაპირზე სტრატეგიულმა მდებარეობამ ქალაქის მნიშვნელობის გზარდას შეუწყო ხელი. თავდაპირველად, ბანგკოკი საბაჟო პუნქტის ფუნქციას ასრულებდა. მდინარის ორივე ნაპირზე ციხე-სიმაგრეები იყო განლაგებული. მათთან დაკავშირებული ცნობილი მოვლენაა 1688 წლის ალყა, რომლიც შემდეგაც ფრანგები სიამიდან განდევნეს. დღევანდელი ბანგკოკის დაარსების თარიღად 1782 წლის 21 აპრილი სახელდება, დღე, როდესაც ქალაქის სვეტები აღმართეს.
 
ბანგკოკის ეკომომიკა თანდათანობით საერთაშორისო ვაჭრობის საშუალებით იზრდებოდა, თავდაპირველად ჩინეთთან, ხოლო XIX საუკუნიდან – ევროპელ ვაჭრებთან. ბანგკოკი სიამური მოდერნიზაციის ცენტრს წარმოადგენდა. მეფეებმა, რამა IV-მ და რამა V-მ ქალაქში მრავალი სიახლე დანერგეს, რომელთა შორისაც იყო ორთქლის ძრავა, საბეჭდი მანქანა, რკინიგზა, კომუნალური ინფრასტრუქტურა, ფორმალური განათლება და ჯანდაცვა. ბანგკოკი დაპირისპირების სარბიელს წარმოადგენდა სამხედრო და პოლიტიკურ ელიტას შორის 1932 წელს, როცა ქვეყანაში აბსოლუტური მონარქია გაუქმდა.
 
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბანგკოკში აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა საჰაერო დაბომბვები განახორციელეს, რადგანაც ტაილანდი იაპონიის მოკავშირე ქვეყანა იყო. ომის შემდგომ პერიოდში, ქალაქი აშშ-ს დახმარებისა და მთავრობის დაფინანსების საშუალებით მალევე აღადგინეს. არაპროპორციულმა ურბანულმა განვითარებამ შემოსავლის უთანასწორობა და მოსახლეობის სოფლებიდან დედაქალაქში მიგრაცია განაპირობა. 1960-იან წლებში ბანგკოკის მოსახლეობა 1.8 მილიონიდან 3 მილიონამდე გაიზარდა.
 
ვიეტნამის ომის დასრულების შემდეგ, იაპონიამ ბანგკოკში ინვესტიციების ჩადება დაიწყო. შედეგადაც ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების გაფართოებამ ქალაქის ფინანსური ზრდა განაპირობა, რაც 1980-იან და 1990-იან წლებში დიდი წარმატებით მიმდინარეობდა. ბანგკოკის ეკონომიკური ზრდა 1997 წლის აზიის ფინანსურმა კრიზისმა შეაჩერა, რომელმაც ქალაქში მრავალი საზოგადოებრივი და სოციალური პრობლემა წარმოშვა.
 
ქალაქი დღევანდელი სახით 1972 წელს, ბანგკოკის მეტროპოლიტურ ადმინისტრაციასთან ერთად დაარსდა.
 
==განათლება==
ბანგკოკი ტაილანდის საგანმანათლებო ცენტრია. ქალაქში პირველი სკოლები XIX საუკუნის ბოლოს დაარსდა, ხოლო დღეისათვის მათი რიცხვი 1,352-ია. ბანგკოკში ასევე ქვეყნის ხუთი უძველესი უნივერსიტეტი მდებარეობს, რომლებიც 1917-დან 1943 წლამდე პერიოდში დაარსებული.
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბანგკოკი“-დან