ჭერემის ნაქალაქარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 10:
[[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს ცნობით კი ჭერემი გორგასლამდეც არსებულა. ვახტანგს კი აქ „ციხე-ქალაქი მაგარი“ აუშენებია და საეპისკოპოსო დაუარსებია. ვახუშტი ბატონიშვილი ჭერემის შესახებ გადმოგვცემს: {{ციტატა|დასავლეთიდამ (ალაზანს) მოერთვის ჭერემის წყალი, გამომდინარე ცივის მთასა და მომდინარე ჭერემამდე ჩდილოთ დასავლეთს შუადამ აღმოსავლეთ-ჩრდილოეთ შორის. ამ წყალსა ზედა არს, ალაზნის დასავლით, ველსა ზედა, ველისციხე და აწ უქმი. ამავ წყალზედ არს, ცივისა ანუ ჰერეთის მთის საშორისსა, ჭერემი; იყო ქალაქი, სადაცა აღაშენა გორგასალ ეკლესია დიდშენი, გუმბათიანი და ქალაქი მაგარი, და დასუა ეპისკოპოზი, მწყემსი შიგნით-კახეთისა<ref>ქართლის ცხოვრება, ტ. IV თბ., 1973, გვ., 545-546</ref>}}
 
[[ჯუანშერი]]ს ცნობით ქალაქი ჭერემი ვახტანგ გორგასლის მიერ აგებული ორი ეკლესიით შემოიფარგლებოდა. სავარაუდოდ, ისტორიკოსი ქალაქის ციტადელს გულისხმობს და ეს ეკლესიები უნდა იყოს წმინდა გიორგისა და წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიები, მაგრამ თუ ჯუანშერთან ქალაქის ვრცელი ტერიტორიაა ნაგულისხმევი, მაშინ ერთი ეკლესია (დასავლეთით) შეიძლება იყოს [[წვეროდაბალის წმინდა გიორგის ეკელსიაეკლესია]], ხოლო მეორე (აღმოსავლეთით) — მისი თანადროული [[ჭერემის მამა დავითის ეკლესია]].
 
წყაროების მიხედვით [[V საუკუნე|V საუკუნის]] II ნახევარში ხდება ჭერემისა აღმოსავლეთიდან მომავალ სავაჭრო გზაზე მდებარე დასახლებების სტრატეგიულ პუნქტებად გადაქცევა, რასაც თან სდევდა საეპიკოპოსო კათედრების დაარსება. საგარეო ფაქტორებმა გამოიწვია კახეთ-ჰერეთის საეკლესიო ცენტრის გადანაცვლებამ ბარიდან მთისკენ. წყაროების მიხედვით V საუკუნის II ნახევარში [[ვახტანგ გორგასალი]] ჭერემში საეპიკოპოსოს დაარსებასთან ერთად აშენებს ციხესიმაგრეს, რომლის აგებსასთან ერთად იქმნება მთელი ხმარის გამაგრების სისტემაც. აქ ციხეებით ჩაკეტიულია ყველა ხეობა. როგორც ალაზნის, ისე ივრის ველიდან ქალაქ ჭერემსაც თავისი გამაგრების სისტემა ჰქონია. ჭერემის ჩრდილოეთით, ტბაწვერის მთაზე გამოვლენილია კოშკის ნანგრევები, რომელიც [[V საუკუნე]]ს განეკუთვნება.