კურტანიძეულის წმინდა მარინეს ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
ეკლესია (10 X 6,7 მ) დარბაზულია, ნაგებია კარგად გათლილი, მოყვითალო [[შირიმი]]ს კვადრებით. ეკლესიას შესასვლელი [[დასავლეთი]]დან და [[ჩრდილოეთი]]დან აქვს. ორივე კარი შიგნით თაღოვანია, გარედან კი ბრტყლადაა გადახურული. [[აღმოსავლეთი]]თ, პილასტრებით გამოყოფილი არაწესიერი ნახევარწრფის ფორმის ღრმა [[აბსიდი]]ა, აბსიდის ღერძზე - თაღოვანი [[სარკმელი]], რომლის ორივე მხარეს თითო მაღალი, გეგმით ნახევარწრიული, თაღოვანი [[ნიში (არქიტექტურა)|ნიშია]]. სარკმლის ზემოთ, ერთმანეთთან ახლოს, ორი პატარა, შიგნით თაღოვანი, გარედან მრგვალი სარკმელია. [[საკურთხეველი]] გადახურულია წესიერი ფორმის [[კონქი]]თ, რომლის ორსაფეხურიან თაღს ნახევარწრიული ფორმა აქვს. ნახევარწრიულია [[კამარა]]ც. დარბაზის გრძივი კედლების შუაში თითო ვიწრო [[პილასტრი]]ა, რომლებსაც ეყრდნობა კამარის ორსაფეხურიანი საბჯენი თაღი. დასავლეთ კუთხის პილასტრებზე კედლის მიმდებარე ორსაფეხურიანი საბჯენი თაღია გადაყვანილი. ყველა თაღის ქუსლებთან შირიმის რთულპროფილიანი იმპოსტებია. გრძივ კედლებზე, პილასტრებს შორის არეები, დასრულებულია კონსოლებზე დაყრდნობილი ნახევარწრიული თაღებით. დარბაზის დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია.
[[ფაილი:Inscription of St. Marine church.jpg|300px|მინი|მარცხნივ|ეკლესიის წარწერა]]
 
აღმოსავლეთ ფასადზე ჯვარ-სარკმლის კომპოზიციაა განთავსებული. საკურთხევლის თაღოვან სარკმელს შემოვლებული აქვს ოთხი ლილვისგან შედგენილი ჩარჩო, რომელთაგანაც ერთ-ერთი (შიგნიდან მეორე) ურთიერთმკვეთი ხაზებითაა გაფორმებული. ჩარჩოს გარეთა ორი ლილვი ებმის, სარკმლის ზემოთ მდებარე რელიეფური ჯვრის ჩარჩოს. ჯვრის სამი მკლავი და ქვედა მკლავის ზედა ნახევარი რვიანების მსგავსი ორნამენტითაა შემკული, ხოლო ქვედა მკლავის ქვედა ნახევარი - ღეროზე ჩამოცმული რგოლებით. ჯვრის ქვედა მკლავის გვერდით (სამხრეთით) ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა: ,,წ(მიდა)ო მ(ა)რ(ი)ნე, მ(ე)ოხ ეყ(ა)ვ კ(ა)ხ(ე)თსა“. წარწერის ქვემოთ, მკლავის ძირის დონეზე, გვერდებზე, თითო მრგვალი სარკმელია. ორივე სარკმელი ერთ ქვაშია გამოკვეთილი და ირგვლივ წრიული ჩარჩო ევლებათ, ღიობში კი ტოლმკვლავა, ბოლოებგაფართოებული [[ჯვარი]]ა გამოყვანილი. საკურთხევლის სარკმლის ძირის დონეზე, ორივე მხარეს, ორსაფეხურიან ბაზისზე დაყრდნობილი თითო პატარა რელიეფური ჯვარია, სარკმლის თაღის მარცხენა მხარეს კი, ერთ დონეზე, სამი პატარა რგოლია განლაგებული, რომელთაგანაც განაპირა მარცხენაზე, რელიეფურ თაღში ჩასმული მცირე ჯვარია ჩადგმული. დასავლეთ ფასადი თითქმის თავდაპირველი სახითაა მოღწეული.