დიდბატონის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''დიდბატონის ეკლესია''' — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტი|ა...
 
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Didbatoni's church of Matani.jpg|300px|მინი]]
'''დიდბატონის ეკლესია''' — [[ეკლესია]] [[ახმეტის მუნიციპალიტეტი|ახმეტის მუნიციპალიტეტში]], მდებარეობს სოფელ [[მატანი|მატნის]] [[ჩრდილოეთი|ჩრდილო]]-[[დასავლეთი]]თ 600-700 მეტრზე, მთის ტყიან ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ [[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეებს]].
ეკლესია დარბაზულია (9,2 X 6,2 მ), ნაგებია რიყის ქვით. გარედან წყობის ქვედა ერთი რიგი გამოყვანილია ტლანქად დამუშავებული [[შირიმი]]ს მოზრდილი ზომის ფილებით. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია [[კამარა]] და [[კონქი]]ს უმეტესი ნაწილი, თითქმის მთლიანადაა დანგრეული [[სამხრეთი|სამხრეთ]] კედელი, [[დასავლეთი|დასავლეთ]] და [[ჩრდილოეთი|ჩრდილოეთ]] კედლები 1,4-1,6 მეტრის სიმაღლეზე დგანან; ნაგებობის [[აღმოსავლეთი|აღმოსავლეთ]] ნაწილი გადახრილია აღმოსავლეთით. ეკლესიას შესასვლელი [[სამხრეთი]]დან ჰქონია, კედლის შუა ნაწილში (შემორჩენილია კვალი). აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აბსიდის ღერძზე, კვადრატული აგურით ნაწყობი სარკმლის თაღის ორივე ქუსლია შემორჩენილი. [[აბსიდი|აბსიდში]] ორი მცირე სწორკუთხა [[ნიში (არქიტექტურა)|ნიშია]].