გაზი I გირეი: განსხვავება გადახედვებს შორის

[[1523]] წელს თან ახლდა მამამისს, [[მეჰმედ I გირეი]]ს [[ასტრახანი]]ს ლაშქრობაში, რომლის დროსაც ყირიმელებმა დაიპყრეს [[ასტრახანი]], მაგრამ მალევე [[ნოღაის ურდო|ნოღაის ურდოს]] მეომრებმა [[მეჰმედ I გირეი|მეჰმედ გირეი]] და მისი ვაჟი, ბაჰადირ გირეი ვერაგულად მოკლეს. გაზი გირეიმ თავს გაქცევით უშველა და იმავე წლის [[ოქტომბერი|ოქტომბერში]] [[ყირიმი|ყირიმში]] დაბრუნდა.
 
[[ყირიმელი თათრები|ყირიმელმა თათრებმა]] სწორედ გაზი აირჩიეს ხანად. მან [[კალგა]]დ დანიშნა მისი უმცროსი ძმა, ბაბა გირეი. გაზის ჰყავდა ტახტისათვის მოცილე ბიძა, [[საადეთ I გირეი|საადეთ გირეი]], რომელიც ყირიმელების დიდი ნაწილისა და ოსმალთა სულთნის, [[სულეიმან I]]-ის მხარდაჭერით სარგებლობდა. 6 თვიანი მმართველობის შემდეგ გაზი გირეი ბიძამისისბიძამისისის მომხრეებმა ტახტიდან ჩამოაგდეს და [[ფეოდოსია|ფეოდოსიის]] ციხეში გამოკეტეს. მალევე ის ბიძამისმა გამოიყვანა ციხიდან და [[კალგა]]დ დანიშნა, მაგრამ რამდენიმე თვეში სიკვდილით დასაჯა.
 
==იხილეთ აგრეთვე==