სვერის ციხე (იმერეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
31.146.93.135-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Giorgi Balakhadze-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
'''სვერის ციხე''', ''სუერის ციხე'' - შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, [[იმერეთი|იმერეთში]], მდინარე [[სვერისხევი]]ს მარცხენა ნაპირზე, ახლანდელი სოფელ [[სვერი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)|სვერის]] ჩრდილოეთით.
 
ციხე შემორჩენილია ნანგრევების სახით. სვერის ციხის აგების თარიღად მიჩნეულია VI-VII საუკუნეების მიჯნა. ისტორიული წერილობითი წყაროების მონაცემების თანახმად, სვერის ციხე უკვე არსებობდა მურვან-ყრუს შემოსევების დროს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამ უკანასკნელმა ვერ მოახერხა მისი აღება.სვერის ციხე პირველად XI საუკუნეში მოიხსენიება. [[1068]] წელს, [[ალფ-არსლანი]]ს შემოსევების შესახებ მემატიანე გადმოგვცემს: “სადაც მოუწიეს დაარბიეს ვიდრე სვერის ციხემდეო.” ციხის შესახებ ცნობებს გვაწვდის [[ვახუშტი ბატონიშვილი]]ც.[[1590]] სვერის ციხე ქართლის მეფემ - [[სიმონ I|სიმონ I-მა]] დაიკავა. [[1661]] იმერეთში ლაშქრობის დროს, ქართლის მეფემ - [[ვახტანგ V|ვახტანგ V-მ]] აიღო და აბაშიძეთა ფეოდალურ სახლს გადასცა. [[1744]] იმერეთის მეფე - [[ალექსანდრე V]] დაეუფლა. 2 წლის შემდეგ აბაშიძეებმა დაიბრუნეს. [[ხრესილის ბრძოლა 1757|ხრესილის ბრძოლის]] (1757) შემდეგ ემორჩილებოდა [[იმერეთის სამეფო]] ხელისუფლებას. [[1763]] წელს ოსმალებმა აიღეს და დაანგრიეს. შემდგომ წლებში სვერის ციხე აღადგინეს. [[იმერეთის აჯანყება 1810|იმერეთის აჯანყების]] ([[1810]]) დროს რუსეთის ჯარმა დაიკავა. ამის შემდეგ სვერის ციხემ დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა. სხვადასხვა დროს სვერის ციხის მეციხოვნეები იყვნენ კაპანაძეები, ბერიძეები, წერეთლები.
 
==რესურსები ინტერნეტში==