ფრიტიოფ ნანსენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 43:
 
==პოლიტიკური კარიერა==
[[1905]] წელს ნორვეგიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა [[შვედეთი]]საგან. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ნორვეგიას უნდა დაეკავებინა თავისი ადგილი მსოფლიოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამოცანა იყო ნეიტრალიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება. [[1906]] წელს ნანსენი დაინიშნა პირველ ნორვეგიელ ელჩად დიდი ბრიტანეთშ და გაემგზავრა ლონდონში. მისი მთავარი ამოცანა იყო მუდმივი ურთიერთობა მსოფლიოს უდიდესი ძალების წარმომადგენლებთან, რათა შეენარჩუნებინა ნორვეგიის ნეიტრალური პოზიცია და მოემზადებინა ნორვეგიულ-ბრიტანული ხელშეკრულება. ნორვეგია-ბრიტანეთის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს [[1907]] წლის 2 ნოემბერს ლონდონში, რის შემდეგაც ნანსენი გადადგა თანამდებობიდან.
 
===ნანსენი და ერთა ლიგა===
[[1918]] წელს იგი აირჩიეს ნორვეგიის წარმომადგენლად [[ერთა ლიგა|ერთა ლიგის]] შექმნის საქმესთან დაკავშირებით. ამან განსაზღვრა მთელი მისი საქმიანობა გარდაცვალებამდე. ნანსენმა, მიუხედავად სკანდინავიის სახელმწიფოების ტრადიციული ნეიტრალიტეტისა, [[1920]] წელს მიაღწია ნორვეგიის ერთა ლიგის სრულუფლებიან წევრად არჩევას და გახდა ერთა ლიგის ასამბლეის სამი დელეგატიდან ერთ-ერთი.
 
[[1920]] წლიდან დაინტერესდა რეპატრიაციის საკითხებით. უკვე ამავე წლის ნოემბერში ნანსენი ასამბლეის წინაშე წარსდგა სიტყვით და განაცხადა რომ დაახლოებით 200 000 ადამიანი უნდა დაებრუნებინათ სამშობლოში.
 
[[რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა|რუსეთის]] მიერ შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ოკუპაციამ ერთა ლიგის წინაშე ლტოლვილთა საკითხი მთელი სიმწვავით დააყენა. პრობლემის გადასაწყვეტად 1921 წლის ზაფხულში ჟენევის კონფერენციაზე „ლტოლვილთა კომისარიატი“ შეიქმნა, რომელსაც ნანსენი ხელმძღვანელობდა.
 
[[პირველი მსოფლიო ომი]]ს შემდეგ წარმოქმნილი კონფლიქტების შედეგად, უცხოეთში გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად, მისი ინიციატივით, „ნანსენის პასპორტი“ შემოიღეს, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაში იყო აღიარებული. ლტოლვილები უცხოეთის ქვეყნებში ე. წ. „ნანსენის პასპორტით“ გადაადგილდებოდნენ.
 
===ნანსენი და საქართველო===
ფრიტიოფ ნანსენი მხარს უჭერდა [[ერთა ლიგა]]ში [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] მიღების საკითხს, რდესაც საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი დოკუმენტები ლიგის სპეციალურ კომისიას გადაეცა, რომელსაც ნანსენი თავმჯდომარეობდა. მან განაცხადა: {{ციტატა|დამოუკიდებლობა საქართველოსი, უკეთ ქართველი ერისა მოდის ძალიან შორეული წარსულიდან. ეს ძველი ერი, რომელიც შეიცავს საკვირველ ღირსებებს და რომელიც დაკავშირებული იყო რუსეთთან უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში, ახლა დამოუკიდებელია, როგორც ის იყო რუსეთთან შეერთებამდე. ამგვარად, ამ თვალსაზრისით, არ არსებობს საბუთი, რომ მისი მიღების შესახებ თხოვნა უკუგდებულ იქნას.}}
 
==გარდაცვალება==
[[1930]] წლის 13 მაისს ფრიტიოფ ნანსენი გარდაიუცვალა საკუთარი სახლის ვერანდაზე. მის დაკრძალვას ესწრებოდა მეფე [[ჰოკონ VII]]. მისი ანდერძის თანახმად ნანსენის ცხედარს კრემაცია ჩაუტარეს.
 
== ლიტერატურა ==