მინისტრთა კაბინეტთან არსებული '''საბჭოთა კავშირის სატელეგრაფოდეპეშათა სააგენტო''' ([[რუს.]]: Телеграфное агенство Советского Союза при кабинете министров СССР, ТАСС) არსებობდა საბჭოთა კავშირის მინისტრთა კაბინეტთან და იყო საბჭოთა გაზეთების, რადიო და სატელევიზიო სადგურებითვის საშინაო და საგარეო ახალი ამბების შეგროვებისა და გავრცელების ცენტრალური სააგენტო. მას ჰქონდა მონოპოლია ოფიციალურ სახელმწიფო ინფორმაციაზე, რომელიც ვრცელდებოდა ე.წ. "ტასის შეტყობინების" ("Сообщение ТАСС") სახით. სააგენტო დაფუძნდა [[1925]] წლის [[10 ივლისი|10 ივლისს]] [[სსრკ]]-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის დებულებით. მისი წინამორბედი იყო რუსული სატელეგრაფო სააგენტო (როსტა), პირველი სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო საბჭოთა რუსეთში.