საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
1992 წლის იანვარში [[თბილისის ომი|სახელმწიფო გადატრიალების]] შემდეგ დათხოვნილ იქნა [[საქართველოს სამხედრო საბჭო|სამხედრო საბჭოს]] [[გადაწყვეტილებით]] და მალევე დაიშალა. ახალი წარმომადგენლობითი ორგანო — [[საქართველოს პარლამენტი|პარლამენტი]] არჩეულ იქნა 1992 წლის ნოემბერში. <ref group="შენიშვნა">სამხედრო საბჭომ 1992 წლის 21 თებერვალს [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია#კონსტიტუცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ|აღდგენილად გამოაცხადა]] 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია და 1992 წლის 4 ნოემბერს დანიშნა საპარლამენტო არჩევნები.</ref>
 
ეწეოდა უმაღლეს საკანონმდებლო საქმიანობას, იღებდა აღმასრულებელ-განმკარგულებელ ორგანოს - მინისტრთა კაბინეტის (1990 წლამდე ''მინისტრთა საბჭოს'') ფორმირებაში მონაწილეობას, ირჩევდა უმაღლეს სასამართლოს და კონტროლს უწევდა მის წინაშე ანგარიშვალდებულ ყველა სახელმწიფო ორგანოს საქმიანობას. უზენაესი საბჭოს ადგილსამყოფელი იყო [[თბილისი]], [[რუსთაველის გამზირი|რუსთაველის გამზ. №8]] (ყოფილი [[საქართველოს პარლამენტი#შენობა|მთვრობის სახლი]]). უზენაესი საბჭოს წინამორბედი ორგანო იყო ''[[საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი]]'', რომელიც მოქმედებდა [[1922]]-[[1937]] წწ. [[1995]] წლიდან, ახალი [[საქართველოს კონსტიტუცია|კონსტიტუციის]] მიღების შემდეგ, ის [[საქართველოს პარლამენტი|საქართველოს პარლამენტმა]] ჩაანაცვლა.
 
უზენაესი საბჭო იყო ერთპალატიანი დაწესებულება და შედგებოდა 250 [[დეპუტატი|დეპუტატისგან]] (1990 წლამდე 440 დეპუტატისგან). დეპუტატებს ირჩევდნენ ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. უფლებამოსილების ვადა განსაზღვრული იყო 5 წლის ვადით (1978 წლამდე 4 წლით განისაზღვრებოდა). სესიები მოიწვეოდა წელიწაწდში ორჯერ. უზენაეს საბჭოს გააჩნდა მუდმივი (დარგობრივი) და დროებითი (სპეციალური) კომისიები. უზენაესი საბჭოს მუმდივმოქმედი და მის წინაშე პასუხისმგებელი ორგანო იყო [[პრეზიდიუმი]], რომელსაც ირჩევდნენ საბჭოს შემადგენლობიდან I სესიაზე. პრეზიდიუმის დანიშნულება იყო უზენაესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია და სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელება უზენაესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში და შესაბამისად პასუხისმგებელი იყო საბჭოს წინაშე. პრეზიდიუმს თავმჯდომარეობდა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე.<ref>[[#რუხაძე99|რუხაძე 1999]]: თემა 2. თავი 7. საბჭოთა პერიოდის საქართველოს კონსტიტუციები.</ref>
 
[[საქართველოს სსრ]] [[საქართველოს სსრ კონსტიტუცია (1978)|კონსტიტუციის]] თანახმად, მსგავსად [[სსრკ]] [[სსრკ კონსტიტუცია (1977)|კონსტიტუციისა]], სახელმწიფო ხელისუფლების წარმართველ ძალად [[კომუნისტური პარტია]] იყო გამოცხადებული. შესაბამისად, უზენაეს საბჭოს არჩევნებში კანდიდატები მხოლოდ კომპარტიას გაყავდა, რომელებიც აუცილებლად მისი წევრები და პარტიის მიმართ ლოიალურები უნდა ყოფილიყვნენ. შედეგად საბჭო მნიშვნელოვან წილად იყო დამოკიდებული კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელ პირებსა, თუ ორგანოებზე.<ref>რუხაძე 1999: თემა 2. თავი 7.</ref> 1990 წლის [[28 ოქტომბერი|28 ოქტომბერს]], პირველად [[საქართველოს სსრ]] ისტორიაში, ჩატარდა [[საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (1990)|უზენაესი საბჭოს მრავალპარტიული არჩევნები]], რომლის შედეგადაც საქართველოში დასრულდა [[კომუნისტური პარტია|კომუნისტური პარტიის]] თითქმის 70 წლიანი მმართველობა, უზენაესმა საბჭომ რეალურად შეიძინა წარმომადგენლობითი ორგანოს ფუქცია და დამოუკიდებლად დაიწყო სახელმწიფო ხელისფულების განხორციელება.<ref>[[#რუხაძე99|რუხაძე 1999]]: თემა 2. თავი 8. საქართველოს კონსტიტუციური განვითარება 1995 წლის 24 აგვისტომდე.</ref>
 
უზენაესმა საბჭომ სრულყოფილი ფუნქციონირება [[1991]] წლის ბოლოს შეწყვიტა, ქვეყანაში მომხდარი [[საქართველოს სამოქალაქო ომი|სამხედრო გადატრიალების]] გამო და 1994 წლამდე დევნილობაში განაგრძობდა მოღვაწეობას. 1992 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა [[საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო|სამხედრო საბჭო]], რომელმაც შეაჩერა გარდამავალი პერიოდის კონსტიტუციის მოქმედება და კანონგარეშე გამოაცხადა [უზენაესი საბჭო, აღდგენილად გამოაცხადა რა [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია|1921 წლის კონსტიტუცია]].
 
==ხელმძღვანელები==