საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 96:
 
1947 წელს საქართველოს ინდუსტრიულმა ინსტიტუტმა უმაღლესი ტექნიკური განათლების 25-ე წლისთავი იზეიმა. საკავშირო მთავრობამ იგი [[შრომის წითელი დროშის ორდენი]]თ დააჯილდოვა. ინსტიტუტის მიენიჭა პოლიტექნიკური ინსტიტუტის სახელი. ამ დროს ინსტიტუტში არსებობდა 6 ფაკულტეტი (სამშენებლო, ენერგეტიკული, სამთო, ქიმიურ-ტექნოლოგიური, მექანიკა-მანქანათმშენებლობის, მეტალურგიული). საინჟინრო კადრების მომზადება 22 სპეციალობაში ხდებოდა. [[1959]] წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტს შეუერთდა [[თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი]].
[[ფაილი:At the Polytechnic Institute of Georgia. Tbilisi, Georgian Soviet Socialist Republic. 1970s.jpg|მინი|საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კიბეებთან. ვიქტორ ერშოვის ფოტო, 1970-იანი წლები.]]
 
1972 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის 50 წლის იუბილეზე, იგი [[ლენინის ორდენი]]თ დაჯილდოვდა. იუბილეში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოვიდნენ [[ვარშავა|ვარშავის]], [[კიევი]]ს, [[პრაღა|პრაღის]], [[ბუქარესტი]]ს, [[ბაქო]]ს, [[ერევანი|ერევნის]], [[ბრნო]]ს, [[ალმა-ატა|ალმა-ატის]], [[კრაკოვი]]ს, [[კოშიცე]]ს, [[კაუნასი]]ს, [[ტომსკი]]ს უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები. 1972-73 სასწავლო წლის დასაწყისში ინსტიტუტს ჰქონდა 28 ფაკულტეტი და 102 კათედრა. დღის სტაციონარზე 15 ფაკულტეტი ფუნქციონირებდა: