ქრისტეფორე III (კათოლიკოს-პატრიარქი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 61:
[[1922]] წლის 18 მარტს დეკანოზი ქრისტეფორე, საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის [[ამბროსი (ხელაია)|ამბროსი ხელაიას]] მიერ ხელდასხმულ იქნა ჯერ [[მანგლისისა და წალკის ეპარქია|მანგლისის]], ხოლო შემდეგ [[ურბნისისა და რუისის ეპარქია|ურბნისის]] ეპისკოპოსად. [[1922]] წლის 28 მაისს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად, [[1923]] წლის 12 იანვრიდან [[1925]] წლის 8 მარტამდე კი ასრულებდა პატრიარქის მოსაყდრის მოვალეობას. აქედან იწყება მისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი.
კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას გარდაცვალების შემდეგ [[1927]] წლის 26 ივნისს IV საეკლესიო კრებაზე იმ დროს [[ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია|ცხუმ-აფხაზეთის]] მიტროპოლიტი ქრისტეფორე ციცქიშვილი კათოლიკოსად აირჩიეს. მეტად მძიმე, ეკლესიისთვის სავალალო სიტუაციაში მოუწია მას ეკლესიის საჭეთმპყრობლის კვერთხის მიღება. კომუნისტები ძალიან ავიწროვებდნენ სასულიერო პირებს, დევნიდნენ მრევლს.
კათოლიკოს ქრისტეფორეს დროს [[1927]] წლის ნოემბრიდან მოხდა ეკლესიის გადასვლა [[კალენდარი|კალენდრის]] ძველი სტილიდან ახალზე. ამ ნაბიჯით ის ცამეტდღიანი განსხვავება, რომელიც მაშინ იყო და დღესაც არსებობს საერო და საეკლესიო კალენდრებს შორის, მოისპო, ანუ ყოველ დღესასწაულს, მაგ. ახალი წლის აღნიშვნა ჩვენს შემთხვევაში, რომ სხვადასხვა დროს ხდება, მაშინ ერთ დღეს დაემთხვა. [[1923]] წელს კათოლიკოს ამბროსის ნებართვითაც იქნა ეკლესიაში ახალი სტილის კალენდარი შემოღებული. თვითონ პატრიარქი ამბროსიც, როგორც ერთ-ერთ თავის მოხსენებაში კათოლიკოსი ქრისტეფორე აღნიშნავდა, [[1923]]–[[1924]] წლებში ამ სტილის მიხედვით მარხულობდა და იხსნილებდა, თუმცა შემდგომში, [[1925]] წლის მარტიდან, კათოლიკოსის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ეკლესია ისევ კალენდრის ძველ სტილს დაუბრუნდა 1927 წლამდე. 1930 წელს მან გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც გააკრიტიკა რომის პაპ [[პიუს XI]]-ის მოწოდება [[სსრკ]]-ის წინააღმდეგ „ჯვაროსნული ლაშქრობის“ მოწყობის შესახებ.<ref>გაზეთი „კომუნისტი“ N64 1930 წ.</ref>
 
ქრისტეფორე III ეწეოდა მეცნიერულ მუშაობასაც. მას ეკუთვნის ბევრი ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის წერილი და გამოკვლევა. მათგან გამოსაყოფია ნაშრომები ძველი ქართული მწერლობის ძეგლის „[[ვისრამიანი|ვისრამიანის]]“ ეროვნების შესახებ.
 
პატრიარქი ჯერ კიდევ ახალგაზრდა აღესრულაგარდაიცვალა 1932 წლის ძვ. სტ. 10 იანვარს, 57 წლისაწლის ასაკში. წესისამებრ, ისევე, როგორც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომი ყველა პატრიარქი, დაკრძალულ იქნა თბილისში, [[სიონის საკათედრო ტაძარი|სიონის საკათედრო ტაძარში]]. გაზეთში მხოლოდ ერთი პატარა განცხადება იყო, ისეთი, როგორითაც ჩვეულებრივ ერისკაცს აცხადებენ ხოლმე: „გარდაიცვალა ქრისტეფორე ციცქიშვილი“. ბევრმა არც კი იცოდა რომ ეს სახელი და გვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნოდა.
 
მოგონება დეკანოზ [[ნიკიტა თალაქვაძე|ნიკიტა თალაქვაძის]] დღიურიდან: