ჩუკულის მთავარანგელოზის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ჩუკულის მთავარანგელოზის ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი [[ლენტეხის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[ჩუკული|ჩუკულში]]. თარიღდება [[X საუკუნე|X]]-[[XI საუკუნე]]ებით. ეკლესიას [[2006]] წლის [[7 ნოემბერი|7 ნოემბერს]], საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
 
ეკლესია დარბაზულია. აღმოსავლეთით მრავალწახნაგა საკურთხევლის აფსიდი აქვს. ნაგებია შირიმის ქვით, დუღაბად გამოყენებულია კირისა და ქვიშის ნარევი. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. დასავლეთის კარის თავზე ტიმპანი ნახევარწრიული წარბით სრულდება. ეკლესია დასრულებულია მარტივი ლავგარდნით. დასავლეთიდან მიდმული აქვს გვიანი პერიოდის სწორკუთხა კარიბჭე, რომლის მეორე სართულში მოწყობილი იყო სამრეკლო. აფსიდა ნახევარწრიულია სამი თაღოვანი სარკმლით, რომელთა კიდეებში ორ-ორი თაღოვანი ნიშაა. ამ ნიშების ქვემოთ, იატაკის დონეზე ორი თაღოვანი ნიშაა. კედელზე მიდგმულია ქვის ტრაპეზი. აფსიდის წინ ქვის კანკელია. გრძივი კედლების შუაში ორსაფეხურიანი პილასტრია, რომლიდანაც ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი გადადის. დარბაზში დგას ქვის კვარცხლბეკი, რომელზეც ხის ჯვარია აღმართული და მის ჩრდილოეთის და სამხრეთის ფასადებზე ორი ნუსხური წარწერაა.
 
ეკლესიის სამხრეთ შესასვლელს ამკობდა მოჩუქურთმებული კარი<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/132309 კარის ფოტო]</ref>, რომელიც სიგრძით 2,5, სიგანით კი დაახლოებით 90 სმ. ის დამზადებულია საკმაოდ რბილი, მსუბუქი, მოწითალო ხისგან და გარედან მთლიანად მოჩუქურთმებულია. ეს გაფორმება შედგება 22 წმინდანის გამოსახულებისგან. 8 მათგანი მთელი სხეულით, 14 კი წელს ზემოთაა წარმოდგენილი. ეს 22 გამოსახულება პირდაპირ ხეზეა ამოკვეთილი<ref>კალანდია გ., ხელნაწერი წიგნი სვანეთის შესახებ, II ნაწილი, ჟურნალი „ისტორიანი“, № 5 (53), 2015 წელი, გვ. 76-82</ref>.
 
== მხატვრობა ==