გიგო შარაშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 36:
სკოლის წარმატებაში არანაკლები იყო როლი შარაშიძის მეუღლისა, ნინოსი, რომელიც ამავე სკოლაში ასწავლიდა. ნინო გაბრიელ ეპისკოპოსის ძმის, მღვდელ ათანასე ქიქოძის ქალიშვილი იყო. ის 11 წლიდან ქუთაისში იღებდა განათლებას, სადაც მისი ძმა, ადვოკატი მიხეილ ქიქოძე მფარველობდა. გიგო შარაშიძე ნინო ქიქოძის მეორე ქმარი იყო. პირველად ქიქოძე გერასიმე კალანდარიშვილს 15 წლის ასაკში გაყვა ცოოლად, მაგრამ გერასიმე მალე გარდაიცვალა.
 
გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, შარაშიძე ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობასაც. 1875 წელს გაბრიელ ეპისკოპოსის თაოსნობით ბახვში დაარსდა შემნახველ-გამსესხებელი საზოგადოება, რომელსაც სათავეში გიგო შარაშიძე ჩაუდგა და 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამხანაგობის მიერ 1886-1888 წლებში გაყვანილ იქნა სარწყავი არხი მდინარე [[ნატანები]]დან, დაარსდა სასოფლო [[ბიბლიოთეკა]] .
 
1905 წელს შარაშიძეების ოჯახი იძულებული გახადეს ჯერ [[ახალციხე]]ში, შემდეგ კი [[ჭიათურა]]ში გადასულიყვნენ სამუშაოდ. გიგო შარაშიძე ერთი პერიოდი დაჭერილიც იყო. 1911 წელს გიგო და ნინო შარაშიძეებმა თავი დაანებეს პედაგოგიურ საქმიანობას. 1925 წლის 12 დეკემბერს მათ გადაუხადეს დიდი იუბილე [[ოზურგეთი|ოზურგეთში]]. 1930 წლის 19 ივლისს გიგო შარაშიძე აირჩიეს ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების წევრ-კორესპონდენტად. გარდაიცვალა 1932 წელს. მისივე ანდერძის თანახმად დაკრძალეს ბახვის ძველი სკოლის (შემდგომში საავადმყოფოს) ეზოში, მისივე თაოსნობით გაშენებული [[ნაძვი|ნაძვების]] კორომში. ნინო ქიქოძემ სიცოცხლის ბოლო წლები თბილისში გაატარა. გარდაიცვალა 1945 წლის 24 აპრილს. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიგო_შარაშიძე“-დან