ჩაკრულო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ჩაკრულო''' – [[საქართველო|ქართული]] ([[ქართლი|ქართლ]]-[[კახეთი|კახური]]) კლასიკური, საგუნდო, პოლიფონიური, სუფრული სიმღერა. ბურდონული მრავალხმიანობის (სამხმიანობის) ერთ-ერთი კლასიკური ნიმუშია. ჩაკრულოს პირველი ჩანაწერი გააკეთა [[ზაქარია ფალიაშვილი|ზაქარია ფალიაშვილმა]] სოფელ [[ვაჩნაძიანი|ვაჩნაძიანში]] ([[გურჯაანის მუნიციპალიტეტი]]). სიმღერაში რთული მოდულაციური ცვლილებებია. აგებულებით ჩაკრულო ემთხვევა სიმღერებს „ძველი სუფრული“ და „სუფრული და მისი დამატება“. ვარიანტების ტექსტები თემატიკურად განსხვავებულია. ვაჩნაძიანის ჩაკრულოს ტექსტი [[პროზა|პროზაულია]], ვხვდებით ეპიკურ სუფრულ პოეტურ ტექსტებსაც. [[2001]] წელს ქართული პოლიფონია [[იუნესკო]]ს მიერ აღიარებულ იქნა, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი; „ჩაკრულო“ შევიდა იუნესკოს არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში.
 
[[1977]] წელს გაშვებულ ავტომატურ საპლანეტათშორისო სადგურებზე „ვოიაჯერ-1-სა“ და „ვოიაჯერ-2-ზე“ მოთავსებულ ორ იდენტურ გრამფირფიტაზე ჩაწერილ პროგრამაში „დედამიწის ხმები“, რომელიც განკუთვნილია [[დედამიწისგარე ცივილიზაცია|დედამიწისგარე ცივილიზაციის]] წარმომადგენლებისათვის და მიზნად ისახავს წარმოდგენა მისცესმათმისცეს მათ დედამიწისა და კაცობრიობის შესახებ, სხვა ინფორმაციასთან ერთად (წყლის ხმაური, ბავშვის ტირილი, მისალმება 60 ენაზე და სხვ.) შეტანილია ჩაკრულოც ([[ილია ზაქაიძე|ილია ზაქაიძის]] და [[როსტომ საგინაშვილი]]ს მიერ შესრულებული ვერსია).<ref>[http://voyager.jpl.nasa.gov/spacecraft/music.html Voyager - The Interstellar Mission: Music From Earth]</ref>
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩაკრულო“-დან