ბოსფორის სახელმწიფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
[[რუსეთის ფედერაცია]]}}
 
'''ბოსფორის სახელმწიფო''' ან '''კიმერიელთა და ბოსფორელთა სამეფო''' ([[ბერძნული ენა|ბერძ.]] Βασίλειον τοῦ Κιμμερικοῦ Βοσπόρου, ''Basileion tou Kimmerikou Bosporou'') აგრეთვე '''ტავრიდა''' — ანტიკური მონათმფლობელური სახელმწიფო ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში. წარმოიქმნა [[ძვ. წ. V საუკუნე|ძვ. წ. V საუკუნის]] 80-იან წლებში [[ქერჩის ნახევარკუნძული|ქერჩისა]] და [[ტამანის ნახევარკუნძული|ტამანის ნახევარკუნძულებზე]] არსებული ბერძნული კოლონია-პოლისების გაერთიანების შედეგად, რაც ნაკარნახევი იყო, მათი საერთო სავაჭრო-ეკონომიკური (ხორბლეულის ექსპორტი) და სამხედრო-თავდაცვითი (ირგვლივ მცხოვრები ტომების თავდასხმათა მოგერიება). გაერთიანების მოთავე იყო ქალაქი [[პანტიკაპეონი]] (ახლანდელი [[ქერჩი]]), რომელიც ბოსფორის სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა.<ref name="ქსე">{{ქე|1|470|ლორთქიფანიძე ო.|არა}}</ref> ეს იყო პირვლი რეალური შემთხვევა, როდესაც [[ბერძნები|ბერძნებმა]] შეძლეს ეთნიკურად ჭრელი მოსახლეობის მქონე, კულტურულად მრავალფეროვან რეგიონში პოლიტიკური შეღწევა და იქ ერთგვარი ბერძნულ-ნომადური კულტურის ჩამოყალიბება. ამ პერიოდიდან ეწოდა ყირიმს [[შავი ზღვა|შავი ზღვის ციტადელი]], რადგან რეგიონის მდებარეობა საშუალებას აძლევდა მის მმართვლებს ფაქტობრივად მთლიანად ეკონტროლებინათ ყველა საზღვაო გზა, რომლითაც შავიზღვისპირეთის კოლონიები, ბერძნები და მცირე აზიელი ტომების ნაწილი სარგებლობდნენ. ძვ.წ. II საუკუნის ბოლოს ბოსფორის სამეფო დაიპყრო პონტოს მეფე [[მითრიდატე VI ევპატორი|მითრიდატე VI ევპატორმა]], რითაც დაასრულდა სამეფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ძვ.წ. 63 - ახ.წ 370 წწ.ში კი ბოსფორი რომის იმპერიის მოკავშირე და მეგობარ სახელმწიფოს წარმოადგენდა, რომლის მმართველებიც ატარებდნენ გარკვეულ ავტონომიურ ნიშნებს [[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] პროტექტორატის ქვეშ.
 
ბოსფორის სამეფოს ძირითადი შემოსავალი მონების, [[მაგარი ხორბალი|ხორბალის]] და [[თევზები|თევზის]] ექსპორტი იყო, მოგვიანებით კი მას დაემატა სკვითური ოქროს ნაკეთობები. ვაჭრობის სწრაფმა ზრდამ, ხელი შეუწყო სამეფოს ელიტური კლასის კეთილდღეობას, რაც გამოიხატა დიდ სიმდიდრესა და ქალაქების სწრაფ აღორძინებაში. ეს ყველაფერი ნათლად ჩანს ბოსფორის მეფეების სამეფო [[ყორღანი|ყორღანებში]], რომლებიც მიმოფანტულია [[ყირიმი|ყირიმს]] სამხრეთ ტერიტორიებზე. სამარხებში მრავლადაა ნაპოვნი სკვითური ტიპის ოქროს სამკაულები, ძვირფასი ქვები, ოქროს ვაზები [[ათენი|ათენელი]] ოსტატებისგან, [[ტერაკოტა]] შორეული ქვეყნებიდან, აბრეშუმის ქსოვილების ნაშთები და ბარელიეფური სტილით გაკეთებული უზარმაზარი ოქროს ქანდაკებები.