რუსეთის ტბები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Olkhon Island and Lake Baikal.jpg|მინი|მსოფლიოს უღრმესი ტბა ბაიკალი]]
[[რუსეთი|რუსეთის ტერიტორიაზე]] — 2,7 მილიონზე მეტი მტკნარი და მლაშე ტბაა, რომელთა საერთო ფართობია 400 ათ. კმ²-ზე მეტი ([[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვა-ტბის]] გამოკლებით).<ref>Большая Российская энциклопедия. В 30 томах. Вводный том. Россия. 2004</ref> ტბიური წყლების საერთო მარაგი აღწევს 26 ათ. კმ³-ს. ტბების დიდ ნაწილს აქვს [[მყინვარული ტბა|მყინვარული წარმოშობა]].
 
რუსეთის ტერიტორიის საერთო ტბიანობა აჭარბებს 2 %-ს და მერყეობს 12,6 %-იდან პრაქტიკულად ნულოვან ნიშნულამდე. ყველაზე ტბიური რაიონია რუსეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, კერძოდ, [[კარელიის რესპუბლიკა|კარელია]], სადაც 61 ათ.-ზე მეტი ტბაა.<ref>[https://bigenc.ru/geography/text/2046390 Большая российская энциклопедия]</ref>
 
[[რუსეთის ევროპული ნაწილი]]ს უდიდესი ტბებია (რომლებიც განლაგებულია მის ჩრდილო-დასავლეთით) [[ლადოგის ტბა|ლადოგი]] და [[ონეგის ტბა|ონეგი]] (ფართობით 17,680 და 9720 კმ² შესაბამისად); [[ჩუდ-ფსკოვის ტბა]] ესტონეთთან საზღვარზეა (3550 კმ²); [[ილმენის ტბა|ილმენი]] (დაახლოებით 1000 კმ², ფართობი იცვლება წყლის დონის შესაბამისად) და აგრეთვე [[ტოპოზერო]], [[ვიგოზერო]] და სხვები „ტბიურ მხარეს“ შეადგენენ.
 
[[რუსეთი]]სა და [[ციმბირი]]ს უდიდესი ტბაა (კასპიის გამოკლებით) — [[ბაიკალი]], რომელიც ამასთანავე უღრმესია [[დედამიწა]]ზე; ბაიკალი შეიცავს რუსეთის ტბიური მტკნარი წყლის 85 %-ს და მსოფლიო მტკნარი წყლების მარაგის 22 %-ს. ტბის სიგრძეა — 636 კმ, საშუალო სიგანე — 48 კმ; საერთო ფართობი 31,7 ათ. კმ²; მაქსიმალური სიღრმე 1620 მ. ბაიკალი განლაგებულია რიფტულ ხეობაში და მისი ასაკია დაახლოებით 25–3025 მლნ. წელი.<ref>[http://bse.sci-lib.com/article089594.html Байкал // Большая советская энциклопедия]</ref> დიდი სიღრმეებით გამოირჩევა აგრთვე ტბა [[ტელეცკოე]] (325 მ) ალთაიში და [[ხანტაის ტბა]] (520 მ) კრასნოიარსკის მხარეში.
 
რუსეთის ტბების უდიდესი ნაწილი მიეკუთვნება შედარებით პატარა ტბების ჯგუფს; არსებობს მარილიანი ტბებიც, რომელთაგან უდიდესია ციმბირის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე [[ჩანის ტბა]] (1990 კმ²).<ref>[https://water-rf.ru/Водные_объекты/189/Чаны Чаны // Научно-популярная энциклопедия «Вода России»]</ref>
 
== ტბების სია ==
ხაზი 138:
| 12
|}
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუსეთის_ტბები“-დან