ჰელმუტ კოლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/სოფია ქიტიაშვილი|სოფია ქიტიაშვილი]]|2=2020 წლის 16 მაისი}}
{{ინფოდაფა ლიდერი
| სახელი = ჰელმუტ კოლი<br />Helmut Kohl
Line 28 ⟶ 29:
| პრეზიდენტი2=
}}
'''ჰელმუტ იოზეფ მიხაელ კოლი''' ({{lang-de|Helmut Josef Michael Kohl}}; {{IPA-de|ˈhɛlmuːt ˈjoːzɛf 'mɪçaʔeːl ˈkoːl|lang}}; დ. [[3 აპრილი]] [[1930]], [[ლუდვიგსჰაფენი]], [[რაინლანდ-პფალცი]], [[გერმანია]], — გ. [[16 ივნისი]] [[2017]], იქვე) — [[გერმანელები|გერმანელი]] პოლიტიკური მოღვაწე, [[გერმანია|გერმანიის]] [[გერმანიის კანცლერი|ბუნდესკანცლერი]] [[1982]]-[[1998]] წლებში. მისი 16 წლიანი მოღვაწეობა ყველაზე გრძელია გერმანიის კანცლერებს შორის [[ოტო ფონ ბისმარკი]]ს შემდეგ. იგი არის არქიტექტორი [[გერმანიის გაერთიანება|გერმანიის გაერთიანების]] და [[საფრანგეთის პრეზიდენტები|საფრანგეთის პრეზიდენტ]] [[ფრანსუა მიტერანი|ფრანსუა მიტერანთან]] ერთად [[მაასტრიხტის ხელშეკრულება|მაასტრიხტის ხელშეკრულების]], რითაც შეიქმნა [[ევროპის კავშირი]]. [[1969]]-[[1976]] წლებში იყო [[რაინლანდ-პფალცი]]ს [[მინისტრ-პრეზიდენტი]]. [[გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი|ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის]] თავმჯდომარე [[1973]]-[[1998]] წლებში აგრეთვე, გაერთიანებული [[გერმანია|გერმანიის]] პირველი კანცლერი.
 
==ადრეული წლები და განათლება==
 
ჰელმუტ კოლი [[1930]] წლის 3 აპრილს [[გერმანია|გერმანიის]] ქალაქ [[ლუდვიგსჰაფენი|ლუდვიგსჰაფენში]], რომაულ-კათოლიკურ ოჯახში დაიბადა. როგორც ამ თაობის წარმომადგენელთა უმეტესობა, კოლიც იძულებით შეუერთდა ჰიტლერის ახალგაზრდა მხარდამჭერებს, [[1945]] წელს კი ნაცისტური გერმანიის შეიარაღებულ ძალებს - [[ვერმახტი|ვერმახტს]] თუმცა, განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ომში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია. ნაცისტურმა რეჟიმმა მასზე, როგორც მოზარდზე, დიდი გავლენა ვერ მოახდინა, რასაცთავადხსნიდა „მოგვიანებით დაბადების ბედნიერებით“. <ref>https://www.politico.eu/article/german-chancellor-helmut-kohl-obituary-legacy-influence/. Berman, Russell A. “A German Chancellor like No Other.” POLITICO. POLITICO, June 16, 2017.</ref>
კოლი იყო ოჯახის პირველი წევრი, რომელმაც საუნივერსიტეტო განათლება მიიღო. <ref>https://www.washingtonpost.com/local/obituaries/helmut-kohl-german-statesman-who-united-his-country-after-cold-war-dies-at-87/2017/06/16/873ee8ea-52a8-11e7-91eb-9611861a988f_story.html Pletter, Roman. “Helmut Kohl, German Statesman Who United His Country after Cold War, Dies at 87.” The Washington Post. WP Company, June 16, 2017.</ref> [[1950]] წელს სამართლის შესწავლა დაიწყო [[ფრანკფურტი]]ს უნივერსიტეტში, ხოლო შემდგომ ისტორიისა და პოლიტიკის მეცნიერებების სწავლა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში განაგრძო <ref>https://www.britannica.com/biography/Helmut-Kohl “Helmut Kohl.” Encyclopedia Britannica. Encyclopedia Britannica, Inc., March 30, 2020.</ref> ამავე უნივერსიტეტში დაიცვა დოქტორის ხარისხი [[1958]] წელს. სადოქტორო ნაშრომი მიუძღვნა [[1945]] წლის შემდგომ გერმანული პოლიტიკური პარტიების აღორძინებას. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კოლი ალფრედ ვებერის კვლევით ინსტიტუტში კვლევით საქმიანობას შეუდგა. აქტიური პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე იგი ბიზნეს საქმიანობითაც იყო დაკავებული.
 
==ადრეული პოლიტიკური მოღვაწეობა==
 
[[1946]] წელს სკოლის დამამთავრებელ საფეხურზე მყოფი ჰელმუტ კოლი ახალდაფუძნებულ „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“შეუერთდა. [[1953]] წელს გახდა ამავე პარტიის რაინლანდ-პფალცის ფილიალის საბჭოს წევრი, ხოლო [[1954]] წელს აირჩიეს პარტიის „ახალგაზრდული კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილედ. კოლითავიდანვე აქტიურად ჩაერთო მშობლიური ფედერალური მიწის ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში.[[1959]] წელს გახდა რაინლანდ-პფალცის საკანონმდებლო ორგანოს ყველაზე ახალგაზრდა წევრი. ახალგაზრდა პოლიტიკოსი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობდა როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო განათლების სისტემის საკითხებს და მისთვის ხელშეწყობას. სწორედ მისი ინიციატივით დაარსდა კაიზერსლაუტერნის ტექნიკური უნივერსიტეტი.
თავისი კარიერის პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს ჰელმუტ კოლმა [[1969]] წლის 19 მაისს, 39 წლის ასაკში მიაღწია და გახდა რაინლანდ-პფლაცის მინისტრ-პრეზიდენტი.[[1970]]-იან წლებიდან მოყოლებული,განსაკუთრებით გამოირჩეოდა [[ვილი ბრანდტი]]ს მთავრობის მიმართ კრიტიკით <ref>Harris M. Lentz. Heads of States and Governments. (New York: Routledge, 2013), 315.</ref> . განვლილი გზის გათვალისწინებით, პარტიის შიგნით კოლი ყველაზე პროგრესულ ძალად განიხილებოდა, [[1973]] წელს იგი აირჩიეს კიდეცქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარედ, ეს პოსტი მან [[1998]]წლამდე შეინარჩუნა <ref>Casey, S., and Wright, J. (Eds.). Mental Maps in the Era of Détente and the End of the Cold War 1968-91(Palgrave Macmillan: 2015), 177.</ref>. [[1976]] წელს გამართულ ფედერალურ არჩევნებში, კოლის პარტიამ დიდი მხარდაჭერა მიიღო, თუმცა შედეგი არასაკმარისი აღმოჩნდა სოციალ-დემოკრატიჰელმუტ შმიდტის დასამარცხებლად. მისმა მოღვაწეობამ მნიშვნელოვნად იმოქმედა როგორც ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის, ისე მთლიანად გერმანული კონსერვატიზმის ფორმაციაზე. კერძოდ, კოლი ყურადღებას ამახვილებდა პარტიის ცენტრალურ საყრდენებსა და მემკვიდრეობაზე, რაც ითვალისწინებდა სოციალური კეთილდღეობის ინტეგრირებას კონსერვატული დღის წესრიგის გათვალისწინებით <ref>https://www.politico.eu/article/german-chancellor-helmut-kohl-obituary-legacy-influence/. Berman, Russell A. “A German Chancellor like No Other.” POLITICO. POLITICO, June 16, 2017.</ref> სწორედ ამიტომ,[[1980]]-იან წლებში, საერთაშორისო კონსერვატიზმზე საუბრისას,[[რონალდ რეიგანი]]სა და [[მარგარეტ ტეტჩერი|მარგარეტ ტეთჩერი]]ს გვერდით ხშირად ჰელმუტ კოლის სახელსაც ახსენებდნენ.
 
==გერმანიის ფედერალური კანცლერი==
 
[[1982]] წლის ოქტომბერში გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში დასრულდა სოციალ-ლიბერალური კოალიცია, რაც განაპირობა როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ არჩევნებში თავისუფალი დემოკრატების სასტიკმა მარცხმა <ref>Michael Ray (Ed.) Germany. (New York: Britannica Educational Publishing, 2014), 310.</ref>. ამავე წელს, ქრისტიან-დემოკრატებმა „უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმი“ პრაქტიკაში წარმატებით გამოიყენეს, ჩამოაყალიბეს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის, ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირისა და თავისუფალ-დემოკრატიული პარტიისგან შემდგარი კოალიცია, ხოლო [[გერმანია|გერმანიის]] ფედერალური კანცლერის პოსტზეჰელმუტ კოლი აირჩიეს. კოლმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები [[1983]] წლისათვის გამოაცხადა.მარტში გამართულ ფედერალურ არჩევნებში მან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, [[ქდკ/ქსკ]]-მ 48.8%-ის, ხოლო თავისუფალმა დემოკრატებმა 7%-ის მოპოვება შეძლეს. საშინაო პოლიტიკურ ასპარეზზე კოლმა არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური ინიციატივა განახორციელა, მათ შორის, უმუშევრობის ბენეფიტების გაზრდა ასაკოვანთათვის, დაუსაქმებელი ახალგაზრდებისთვის სარგბელის მიღების ასაკის გაზრდა, 21 წლამდე, გარდა ამისა, მოიმატა ბავშვთა აღზრდის შემწეობამ და ა.შ.
 
ფედერალური კანცლერის პოსტზე დანიშნული კოლი [[1960]]-იანი წლების მიწურულს, ვილი ბრანდტის მიერ წამოწყებული „[[ოსტპოლიტიკა|ოსტპოლიტიკის]]“ , ფაქტობრივად, გამგრძელებლად იქცა, რის გამოც მას ქრისტიან-დემოკრატები ხშირად აკრიტიკებდნენ კიდეც. სწორედ კოლის ინიციატივით განხორციელდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის, ერიხ ჰონეკერის პირველი სახელმწიფო ვიზიტი. შეხვედრაზე მხარეებმა „ორი გერმანიის“ ურთიერთობის პერსპექტივები და თანამშრომლობის სახეები განიხილეს. სწორედ ეს ორი მხარე გახდა [[1989]] წლის 9 ნოემბერს [[ბერლინის კედელი|ბერლინის კედლის]] დანგრევის მონაწილე <ref>https://www.politico.eu/article/german-chancellor-helmut-kohl-obituary-legacy-influence/. Berman, Russell A. “A German Chancellor like No Other.” POLITICO. POLITICO, June 16, 2017.</ref>
 
თუმცა, როგორც აღნიშნავენ ხოლმე, გერმანიის „აღმოსავლეთის პოლიტიკას“ ჰელმუტ კოლმა „დასავლური პოლიტიკის“ ელფერიც შესძინა, რაც გამოიხატებოდა ევროპულ თანამეგობრობასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავებით <ref>https://www.foreignaffairs.com/reviews/review-essay/1994-01-01/did-ostpolitik-work. Gordon A. Crag. “Did Ostpolitik Work?” Foreign Affairs, January 28, 2009.</ref> კანცლერობის პირველივე ვადის დასაწყისში, კოლმა თამამად დაუჭირა მხარი ამერიკული საბრძოლო რაკეტების დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე განლაგებას, რაც ვერ შეძლო მისმა წინამორბედმა, [[ჰელმუტ შმიდტი|ჰელმუტ შმიდტმა]] <ref>https://www.foreignaffairs.com/articles/europe/1997-11-01/life-after-kohl-well-always-have-germany Livingston, Robert Gerald. “Life after Kohl? We'll Always Have Germany.” Foreign Affairs, January 28, 2009</ref>
 
==ევროპული თანამეგობრობა - „მჭიდრო კავშირი“ (“Ever Closer Union”)==
 
ევროპული პოლიტიკური არქიტექტურის დღევანდელი სახით არსებობაში ჰელმუტ კოლს დიდი წვლილი მიუძღვის. გარდა იმისა, რომ კოლი აქტიურად მონაწილეობდა ევროპული ინტეგრაციის გაღრმავების პროცესში,მან საფრანგეთის პრეზიდენტ [[ფრანსუა მიტერანი|ფრანსუა მიტერანთან]] ერთად,ხელი შეუწყო [[გერმანია|გერმანიისა]] და [[საფრანგეთი]]ს მჭიდრო თანამშრომლობას. [[1984]] წელს [[ვერდენი|ვერდენში]], მიტერანისა და კოლის მიერ განხორციელებული ვიზიტი, სადაც [[1916]] წელს მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, ორი ქვეყნის შერიგების სიმბოლოდ იქცა. სწორედ ომში დაღუპულ ჯარისკაცებს მიაგეს პატივი ქვეყნის პირველმა პირებმა.გარდა ამისა, გერმანულ-ფრანგული კავშირისა და კულტურის გაზიარების მიზნით, მათივე ინიციატივით შეიქმნა ფრანგულ-გერმანული ტელეკომპანია „ARTE” <ref>Damien Stankiewicz. Europe Un-Imagined. (University of Toronto Press, 2017), 49.</ref>
 
ერთიანი ევროპისადმი კოლის ხედვებსა და ინტეგრაციულ იმპულსებზე გავლენა [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს განვითარებულმა მოვლენებმა მოახდინა. მშობლიური ქალაქის, [[ლუდვიგსჰაფენი]]ს დაბომბვის ხილვამ, ახალგაზრდა კოლი მიახვედრა, რომ მხოლოდ ინტეგრაცია მიიყვანდა [[ევროპა]]ს საბოლოო მშვიდობამდე <ref>https://time.com/4828088/helmut-kohl/ Simon Shuster. “Helmut Kohl.” Time. Time, June 22, 2017</ref> მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, ჰელმუტ კოლმა თავი მიუძღვნა ევროინტეგრაციის მასშტაბების გაზრდას და „მჭიდრო კავშირის“ იდეას (“Ever Closer Union”), რომელშიც [[გერმანია]] როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური საყრდენის ფუნქციას შეასრულებდა. კოლის სახელს უკავშირდება ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი, [[1986]] წელს გაფორმებული- „ერთიანი ევროპული აქტი“, საფრანგეთის პრეზიდენტ [[ფრანსუა მიტერანი|ფრანსუა მიტერანთან]] ერთად მოგვარებული ბრიტანეთისთვის პრობლემური საბიუჯეტო საკითხი დაერთიანი მონეტარული კავშირისკენ გადადგმული ნაბიჯები <ref>https://europa.eu/european-union/sites/europaeu/files/eu_pioneers_kohl_mitterrand_en.pdf “Helmut Kohl and François Mitterrand: leaders in reconciliation”. European Commission. Accessed April 20, 2020.</ref> გარდა ამისა,[[საბჭოთა კავშირი]]ს დანგრევის შემდგომ, გერმანიის კანცლერი მხურვალედ უჭერდა მხარს ევროპის კავშირის პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ევროპეიზაციის პროცესსა და ევროპის კავშირის ამ მიმართულებით გაფართოებას.
 
==გაერთიანებული გერმანიის პირველი კანცლერი==
 
„[[ცივი ომი]]ს“ დროს მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, გერმანიის გაერთიანების საკითხი საკმაოდ შორეულ პერსპექტივად აღიქმებოდა. [[საბჭოთა კავშირი]]ც თავის პოზიციებში მტკიცედ იდგა, არ დაეშვა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ევროპულ გაერთიანებასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ინტეგრაცია <ref>Casey, S., & Wright, J. (Eds.) Mental Maps in the Era of Détente and the End of the Cold War 1968-91. (Palgrave Macmillan: 2015), 181.</ref> კოლის კანცლერად მოღვაწეობის პერიოდში „ორ გერმანიას“ შორის ურთიერთობა სხვა სტადიაში შევიდა.
 
დასავლეთის ქვეყნებიდან გდრ-ის ყველზე დიდი კრედიტორი თავად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყო. მხოლოდ [[1983]]-[[1985]] წლებში გფრ-ის ბანკებმა გდრ-ს ორი მილიარდის კრედიტი გამოუყვეს, რასაც ორი მხარის შემდგარი თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მოიხსენიებს საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, [[ედუარდ შევარდნაძე]] თავის მემუარებში <ref>ედუარდ შევარდნაძე. ფიქრი წარსულსა და მომავალზე. (თბილისი: პალიტრა L, 2006), 210. </ref>
 
მართალია [[ბერლინის კედელი|ბერლინის კედლის]] ნგრევა [[1989]] წელს დაიწყო, თუმცაამ დროისთვის, დასავლეთ და აღმოსავლეთ [[გერმანია|გერმანიის]] გაერთიანებასთან დაკავშირებით შეკითხვები კვლავ ისმოდა. გდრ-ის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსალოდნელი იყო ნეგატიური ეფექტები. მაშინ როდესაც გერმანიის [[ბუნდესტაგი]] [[1989]] წლის 9 ნოემბერს განიხილავდა პროექტს - „გაერთიანების აქტი“,დამსწრე საზოგადოებას კოლი შემდეგს დაპირდა:„არავინ იგრძნობს თავს უარესად, და უკეთესად - ბევრი“. <ref>Michael G. Huelshoff, Andrei S. Markovits, and Simon Reich (Eds.) From Bundesrepublik to Deutschland German Politics after Unification. (The Universality of Michigan Press, 1993), 106.</ref>
 
გაერთიანების ერთ-ერთი გადამწყვეტი ეპიზოდი ჰელმუტ კოლის [[რუსეთი|რუსეთში]] ვიზიტს უკავშირდება. [[1990]] წლის 14-16 ივლისს კანცლერი [[მიხეილ გორბაჩოვი|მიხეილ გორბაჩოვს]] ეწვია, მოლაპარაკების შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ გაერთიანებული, სუვერენული გერმანიის უფლებაზე, შეუერთდეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას, სსრკ-ს ჯარებს კი მიეცათ ქვეყნის დატოვების ვადა. <ref>https://www.dw.com/en/how-kohl-and-gorbachev-sealed-the-deal-on-german-reunification/a-5788998</ref>
 
შემდეგი შეხვედრა [[1990]] წლის 12 სექტებერს, მოსკოვში გაიმართა. მხარეების მიერ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას „ორი პლუს ოთხი“ ([[ბონი]], [[ბერლინი]], [[პარიზი]] და [[მოსკოვი]]), ხოლო მეორე დღეს კოლმა და გორბაჩოვმა ხელი მოაწერეს „კეთილმეზობლობის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის“ შესახებ ხელშეკრულებას, რომლითაც გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობების პრინციპულად ახალი პერსპექტივები წარმოჩნდა. <ref>შევარდნაძე, ფიქრი წარსულსა და მომავალზე. გვ. 19.</ref>
 
ორი თვის შემდეგ მხარეებს შორის ხელი მოეწერა „დიდ ხელშეკრულებას“, რომლის მიხედვით [[გერმანია]] უარს აცხადებდა ბირთვული, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის წარმოებაზე, მათ განლაგებასა და შენახვაზე.მოსკოვში გამართულ შეხვედრას ჯამში 10-მუხლიანი შეთანხმების გაფორმება მოჰყვა, სადაც ზემოთჩამოთვლილი საკითხების გარდა, გაჟღერდა: გერმანიასადა პოლონეთს შორის საზღვრის დადგენა საერთაშორიო ხელშეკრულების თანახმად, გაერთიანებული [[გერმანია]] იმოქმედებდა მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის გათვალისწინებით, გარდა ამისა,ქვეყანა საბრძოლო ძალებს შეამცირებდა 370 000 კაცამდე. [[სსრკ]]-ს მხრიდან აღნიშნული იყო, რომ შეიარაღებული ძალები [[1994]] წლამდე დატოვებდნენ გერმანიის ტერიტორიას, რისთვისაც გერმანიამ 15 მილიარდი დოლარი გამოყო, რომელსაც დაემატა მანამდე აღებული 5-მილიარდიანი სესხი, რომელიც შევარდნაძემ პირადად სთხოვა ჰელმუტ კოლს. <ref>Ibid. გვ. 213.</ref>
 
აღსანიშნავია, რომ შეთანხმება „ორი პლუს ოთხი“ ძალაში [[1991]] წლის მარტში შევიდა, თუმცა რუსეთის ჯარების გერმანიიდან გამოყვანა [[1994]] წლამდე ვერ მოხერხდა.
 
[[1998]] წლის არჩევნების შედეგად, კოლის მთავრობა გერჰარდ შროდერის მთავრობამ ჩაანაცვლა. 16-წლიანი მოღვაწეობით, ჰელმუტ კოლი გახდა ბისმარკის შემდეგ პირველი, რომელმაც ასე ხანგრძლივი დრო დაჰყო კანცლერის პოსტზე.
 
==პირადი ცხოვრება და სიცოცხლის დასასრული==
 
ჰელმუტ კოლი სიცოცხლის მანძილზე ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველად, [[1960]] წელს იქორწინა ჰანელორ რენერზე. თანაცხოვრებისას წყვილს ორი ვაჟი, უოლტერ და პიტერ კოლები შეეძინათ. პირველი მეუღლე კოლმა სკოლის ასაკში გაიცნო და მასთან ერთად [[2001]] წლამდე, მის გარდაცვალებამდე იცხოვრა. [[2008]] წელს, 78 წლის ასაკში მყოფმა პოლიტიკოსმა მეორედ იქორწინა. მისი მეუღლე 44 წლის მაიკ რიხტერი გახლდათ. ამ უკანასკნელთანქორწინებას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კოლის ვაჟის, პიტერ კოლის განცხადებით, ხელმეორედ დაქორწინება მამას არ სურდა და ეს ნაბიჯი [[2008]] წელს მიყენებულ თავის სერიოზულ ტრამვას დაუკავშირა.
 
87 წლის კოლი [[2017]] წლის 16 ივნისს, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. გამომშვიდობების ცერემონია [[ბერლინი]]ს გარდა სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში გაიმართა.ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპარლამენტმა მსგავსი ცერემონიით გააცილა პოლიტიკური მოღვაწე.<ref>https://www.theguardian.com/world/2017/jul/02/architect-of-german-unity-world-leaders-pay-tribute-to-helmut-kohl Agence France-Presse in Speyer, Germany. “'Architect of German Unity': World Leaders Pay Tribute to Helmut Kohl.” The Guardian. Guardian News and Media, July 1, 2017.</ref> ცერემონიას მნიშვნელოვანი რანგის სხვადასხვა პოლიტიკური ფიგურა დაესწრო. „გაერთიანების კანცლერი“ - ამ სიტყვებით გამოემშვიდობა ანგელა მერკელი ყოფილ კანცლერს. [[ჯორჯ ბუში|ჯორჯ ბუშმა]] კი მას “ომისშემდგომი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი“ უწოდა.
 
==ლიტერატურა==
 
*https://www.politico.eu/article/german-chancellor-helmut-kohl-obituary-legacy-influence/ Berman, Russell A. “A German Chancellor like No Other.” POLITICO. POLITICO, June 16, 2017.
*Lentz. Harris M. Heads of States and Governments. New York: Routledge, 2013.
*Casey, S., and Wright, J. (Eds.). Mental Maps in the Era of Détente and the End of the Cold War 1968-91. Palgrave Macmillan: 2015.
*https://www.washingtonpost.com/local/obituaries/helmut-kohl-german-statesman-who-united-his-country-after-cold-war-dies-at-87/2017/06/16/873ee8ea-52a8-11e7-91eb-9611861a988f_story.html Platter, Roman. “Helmut Kohl, German Statesman Who United His Country after Cold War, Dies at 87.” The Washington Post. WP Company, June 16, 2017.
*https://www.britannica.com/biography/Helmut-Kohl “Helmut Kohl.” Encyclopedia Britannica. Encyclopedia Britannica, Inc., March 30, 2020.
*Ray, Michael (Ed.) Germany. New York: Britannica Educational Publishing, 2014.
*https://www.foreignaffairs.com/reviews/review-essay/1994-01-01/did-ostpolitik-work Crag, Gordon A. “Did Ostpolitik Work?” Foreign Affairs, January 28, 2009.
*https://www.foreignaffairs.com/articles/europe/1997-11-01/life-after-kohl-well-always-have-germany Livingston, Robert Gerald. “Life after Kohl? We'll Always Have Germany.” Foreign Affairs, January 28, 2009.
*Stankiewicz, Damien. Europe Un-Imagined. University of Toronto Press, 2017.
*https://time.com/4828088/helmut-kohl/ Shuster, Simon. “Helmut Kohl.” Time. Time, June 22, 2017.
* https://europa.eu/european-union/sites/europaeu/files/eu_pioneers_kohl_mitterrand_en.pdf “Helmut Kohl and François Mitterrand: leaders in reconciliation”. European Commission
*Huelshoff, Michael G. Andrei S. Markovits, and Simon Reich (Eds.) From Bundesrepublik to Deutschland German Politics after Unification. The Universality of Michigan Press, 1993.
*https://www.dw.com/en/how-kohl-and-gorbachev-sealed-the-deal-on-german-reunification/a-5788998 Deutsche Welle. “How Kohl and Gorbachev Sealed the Deal on German Reunification: DW: 14.07.2010.” DW.COM. Accessed April 20, 2020.
*https://www.theguardian.com/world/2017/jul/02/architect-of-german-unity-world-leaders-pay-tribute-to-helmut-kohl. Agence France-Presse in Speyer, Germany. “'Architect of German Unity': World Leaders Pay Tribute to Helmut Kohl.” The Guardian. Guardian News and Media, July 1, 2017.
*შევარდნაძე, ედუარდ. ფიქრი წარსულსა და მომავალზე. თბილისი: პალიტრა L, 2006.
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{commonscat-inline|Helmut Kohl|ჰელმუტ კოლი}}
* [http://www.helmut-kohl.de/ helmut-kohl.de] - საიტი ჰელმუტ კოლის შესახებ (მართავს [[კონრად ადენაუერის ფონდი]])
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{ესკიზი-პოლიტიკოსი}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰელმუტ_კოლი“-დან