ერთა ლიგა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 122:
 
==ერთა ლიგა და საქართველო==
[[პირველი მსოფლიო ომი]]ს დასრულებიდან მალევე ცხადი გახდა, რომ [[ანტანტა|ანტანტის]] წევრი ქვეყნები გამარჯვებულები იყვნენ, სწორედ ამიტომ საქართველომ გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო [[პარიზის სამშვიდობო კონფერენცია|პარიზის სამშვიდობო]] მოლაპარაკებებში. 1919 წლის 14 მარტს [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველომ]] კონფერენციაში მონაწილე დიდი სახელმწიფოებს წარუდგინეს მემორანდუმი, რომელშიც საუბარი იყო საქართველოს მრავალ საუკუნოვან ისტორიაზე და მის სურვილზე, რომ ერთა ლიგის წევრი გამხდარიყო. ქართული დელეგაციის მცდელობის და მიუხედავად ვერსალის კონფერენციამ საქართველო არც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო და ერთა ლიგაში გაწევრიანებაზეც უარი ეთქვა, ვინაიდან დასავლეთი საქართველოს კვლავ რუსეთის გავლენის სფეროდ მიიჩნევდა. საქართველოს დიპლომატიური მისიის დაუღალავი შრომის შედეგად [[1920]] წლის 12 იანვარს საქართველო [[დე ფაქტო]]დ აღიარეს. 1920 წლის დეკემბერში ერთა ლიგაზე განიხილეს საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი, რომლის შედეგადაც საქართველოს წევრობაზე უარი ეთქვა. საქართველოს ერთა ლიგის წევრობამდე სულ რამდენიმე ხმა დააკლდა, აუცილებელი 14 ხმიდან მან მხოლოდ 10 მიიღო<ref>ბენდიანიშვილი ალ., დაუშვილი ალ., ნათმელაძე მ., საქართველოს ისტორია 4 ტომად, ტომი IV, საქართველოს ისტორია XIX-XX საუკუნეებში, თბ., 2012</ref>.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერთა_ლიგა“-დან