ერთა ლიგა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 58:
 
==ტერიტორიული დავების გადაწყვეტა==
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მსოფლიო ბევრი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საზღვრების საკითხი. საზღვრების მოწესრიგების საკითხს მოკავშირეები წყვეტდნენ, მაგრამ ისინი საკითს განსახილველად ერთა ლიგას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გადასცემდნენ. ვინაიდან მსოფლიო ომებს შორის პერიოდში ერთა ლიგა ყველა დავას ვერ განიხილავდა, ქვეყნებს შორის ბევრი ტერიტორიული დავა გაჩნდა, რაც დაპირისპირების და შეტაკებების მიზეზი ხდებოდა<ref name="Northedgenorthedge" />.
 
===ალანდის კუნძულები===
[[ალანდის კუნძულები]] ოდითგანვე [[შვედეთი]]ს შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ [[1809]] წელს [[რუსეთის იმპერია]]მ მისი და [[ფინეთი]]ს ანექსია მოახდინა. [[1917]] წელს როდესაც რუსეთში [[ოქტომბრის რევოლუცია]] მიმდინარეობდა ფინეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ალანდი მის შემადგენლობაში შევიდა<ref>Scott, George (1973). The Rise and Fall of the League of Nations. Hutchinson & Co LTD. ISBN 978-0-09-117040-0.</ref>. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების მიზეზი მას შემდეგ გახდა რაც შვედურ ენოვანმა უმრავლესობა შვედეთთან გაერთიანების სურვილი გამოთქვეს, რამაც ორ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირება საკმაოდ რეალური გახადა. დაძაბული ურთიერთობების ფონზე დიდმა ბრიტანეთმა ვითარების განმუხტვის მიზნით [[ერთა ლიგა]]ს მიმართა, მაგრამ ფინეთი აღნიშნულ ინციატივას კრიტიკულად შეხვდა, ვინაიდან ის აღნიშნულ საკითს მის საშინაო საქმეებში ჩარევად მიიჩნევდა. ფინეთის წინააღმდეგობის და მიუხედავად ერთა ლიგამ დამოუკიდებელი კომისია შექმნა, რომელიც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებდა. [[1921]] წელს ლიგის გადაწყვეტილებით ალანდის კუნძულები ფინეთის შემადგენლობაში უნდა დარჩენილიყო, მართალია შვედეთი უკმაყოფილიო იყო მიღებული გადაწყვეტილებით, მაგრამ ის იძულებული გახდა დათანხმებოდა მიღებულ გადაწყვეტილებას<ref name="Northedgenorthedge" />.
 
===კოლუმბია-პერუს დაპირისპირება===
ხაზი 68:
 
===საარი===
აღნიშნული ტერიტორია აერთიანებდა პრუსიის და რაინის ტერიტორიებს, რომელსაც ვერსალის შეთანხმების თანახმად უშუალოდ ლიგა მართავდა. შეთანხმების თანახმად 15 წლის შემდეგ საარში პლებისციტი უდნა ჩატარებულიყო იმასთან დაკავშირებით საფრანგეთის თუ გერმანიის შემადგენლობაში იქნებოდა ის. 1935 წელს ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად 90 % მეტმა ადამიანმა გერმანიის შემადგენლობაში ყოფნას დაუჭირა მხარი<ref name="Northedgenorthedge" /><ref>{{cite book |last = Churchill |first = Winston |year = 1986 |title = The Second World War: Volume I The Gathering Storm |publisher = Houghton Mifflin Books |isbn = 978-0-395-41055-4 |ref = harv |url-access = registration |url = https://archive.org/details/gatheringstorm00chur_0 }}</ref>.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერთა_ლიგა“-დან