ფუნდამენტალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 52:
 
ისლამური ფუნდამენტალიზმის საგანმა დასავლეთის ყურადღება [[1979]] წელს [[ირანი|ირანში]] მომხდარი რევოლუციის შემდეგ მიიპყრო, როდესაც სეკულარი შაჰის მონარქია დაემხო და ისლამური რესპუბლიკა ჩამოყალიბდა. ყურადღების გაორმაგება კი [[2001]] წლის [[11 სექტემბრის ტერაქტი|11 სექტემბრის ტერაქტის]] შემდეგ მოხდა, როცა მსოფლიომ ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციის [[ალ-კაიდა|„ალ-ქაიდას“]] შესახებ შეიტყო. ამ მოვლენებმა დასავლეთში შექმნა მცდარი წარმოდაგენა, რომ ისლამი და ისლამური ფუნდამენტალიზმი მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული ან უფრო მეტიც, იდენტურია. მაგრამ ყველა მუსლიმი არ ფიქრობს, რომ [[ყურანი]] ღმერთის უნაკლო სიტყვაა და რომ მასში გაწერილი მორალური კოდექსი მკაცრად უნდა იყოს ცხოვრებაში გატარებული. უფრო მეტიც, მუსლიმთა უმეტესობა არ იზიარებს მოსაზრებას, რომ სახელმწიფო და საზოგადოება ისლამური რელიგიური კანონებით უნდა იმართებოდეს.
[[ფაილი:Flag of Jihad.svg|მინი|ალ ქაიდას დროშა ]]
 
ისლამისტური მოძრაობების ხასიათი სხვდასხვაგვარია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ზოგიერთი მათგანი იყენებს ტერორისტულ მეთოდებს, ზოგირეთი არა. მათი ნაწილი მემარცხენე მარქსისტული იდეოლოგიისგან სესხულობს იდეებს, ნაწილი კი უფრო კონსერვატიულია. თუმცა მათი უმეტესობა იზიარებს წმინდა წიგნის მორალური კოდექსის უპირობო დაცვას. მათ მიაჩნიათ, რომ რელიგია განსაზღვრავს ცხოვრების ყველა ასპექტს, შესაბამისად, [[პოლიტიკა]] და [[რელიგია]] განუყოფელია. ისლამისტ ფუნდამენტალისტებს სჯერათ, რომ ისინი საღვთო ომის - [[ჯიჰადი|ჯიჰადის]] პროცესში იმყოფებიან, სადაც მათი მტერი ბოროტი ძალებია, როგორიცაა ებრაული და მასონური კონსპირაციები. თუმცა მესიანიზმი სუნიტურ ისლამურ ფუნდამენტალიზმში შედარებით სუსტ მნიშვნელობას ატარებს, ვიდრე ეს არის ქრისტიანულ, ებრაულ ფუნდამენტალიზმსა და შიიტურ [[ისლამი|ისლამში]].<ref>Ben-dor, G. 2007. The Uniqueness of Islamic Fundamentalism. Taylor & Francis Online. https://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/09546559608427356</ref>
 
ხაზი 58:
 
ისლამური ფუნდამენტალისტური მოძრაობების სიძულვილი დასავლეთის მიმართ გამოწვეულია მათ მიერ მოდერნულობის უარყოფით, რომელიც საკუთრივ დასავლეთის წიაღშია გაჩენილი. მათი წინააღმდეგობის კიდევ ერთი მიზეზი დასავლეთის ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური და ეკონომიკური დომინაციაა. ეს კარგად არის აღწერილი [[ოსამა ბინ ლადენი|ოსამა ბინ ლადენის]], ალ-ქაიდას დამფუძნებელი ლიდერის ნაწერებში, სადაც იგი [[აშშ]]-ს ადანაშაულებს პალესტინის დანაწევრებაში და [[ერაყი|ერაყზე]] დაწესებულ სანქციებში, რომელმაც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბინ ლადენი აკრიტიკებდა საუდის არაბეთსაც და ახლო აღმოსავლეთის იმ ხელისუფლებებს, რომლებიც ამერიკული ინტერესების გამტარებლები იყვნენ, ისლამური სამყაროს ნაცვლად. შედეგად, ბინ ლადენის ფუნდამენტალისტური მსოფლმხედველობა დასავლური დომინაციის წინააღმდეგობასთან არის გადაჯაჭვული.
[[ფაილი:Osama bin Laden portrait.jpg|მინი|ოსამა ბინ ლადენი, ალ ქაიდას დამფუძნებელი]]
 
ისლამის ისტორიის განმავლობაში პერიოდულად ხდებოდა პურიტანული მოძრაობების გამოღვიძება, რომლებიც [[მუჰამედი|მუჰამედის]] სწავლების დაცვას და წმინდა ისლამის აღდგენას ითხოვდნენ. ევროპული კოლონიალური მმართველობის პერიოდში გაჩნდა იდეა ისლამის „რაციონალიზაციის“, რომელიც თანხმობაში იყო მეცნიერებასა და [[დემოკრატია|დემოკრატიასთან]] და ამ მიდგომით მუსლიმები ევროპულ დომინაციასგან უნდა გათავისუფლებულიყვნენ. ამგვარი ხედვა ბევრმა ფუნდამენტალისტმა აითვისა, მაგრამ დაგმო დემოკრატიის საფუძვლები, რაც ღვთის კანონების უალტერანტივობით ახსნეს. მუსლიმებთან ერთად, ებრაელი და ქრისტიანი ფუნდამენტალისტების ნაწილი ამავე მიზეზით უარყოფდნენ დემოკრატიას.