იოანე ღვთისმეტყველი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
მომხმარებლის თინა სკალვინი ცვლილებების გაუქმება (№3872488)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 7:
== ცხოვრება ==
[[ფაილი:John at patmos n.novgorod.jpg|thumb|200px|წმ. იოანე ღვთისმეტყველი და წმ. პროხორი კუნძულ პატმოსზე. ხატი. XVII]]
იოანე ღვთისმეტყველი იყო [[გალილეა|გალილეველი]] მეთევზის ზებედეს და სალომეს შვილი. იესო ქრისტემ [[გალილეის ზღვა|გალილეის ზღვის]] ნაპირზე დაინახა იოანე და მისი ძმა [[იაკობ ზებედესი|იაკობი]] და მოუწოდა, გაჰყოლოდნენ მას (მათ. 4:21). [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლური]] ეკლესია წმ. იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს ახ. სტილით 21 მაისს, 13 ივლისს და 9 ოქტომბერს აღნიშნავს. [[კათოლიციზმი|კათოლიკურ]] და სხვა ეკლესიებში აღინიშნება 27 დეკემბერს. იოანე იყო ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული მოწაფე. წმ. იოანე, წმ. იაკობთან და წმ. [[პეტრე მოციქული|პეტრესთან]] ერთად იყო იაიროს ქალიშვილის აღდგენის მოწმე (მარკ. 5:37. ლუკ. 9:51). მხოლოდ წმ. იოანე, წმ. იაკობი და წმ. პეტრე იმყოფებოდნენ [[თაბორის მთა|თაბორის მთაზე]] [[ფერიცვალება|ქრისტეს ფერიცვალებისას]] (მათ. 17:1; მარკ. 9:2; ლუკ. 9:28); ასევე [[გეთსიმანიის ბაღი|გეთსიმანიის ბაღში]] ქრისტეს ლოცვისას (მარკ. 14:33). [[გოლგოთა|გოლგოთაზე]], [[ჯვარცმა|ჯვარცმულმა]] ქრისტემ წმ. იოანეს დაავალა [[ღვთისმშობელი|ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე]] ზრუნვა. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა [[ღვთისმშობლის მიძინება|ღვთისმშობლის მიძინების]] შემდგომ, წმ. იოანე ღვთისმეტყველი გაემგზავრა ეფესოში და [[მცირე აზია|მცირე აზიის]] სხვადასხვა ქალაქში ქრისტიანობის საქადაგებლად. წმ. იოანე ღვთისმეტყველი მრავალ სასწაულს აღასრულებდა (მათ შორის აღადგენდა მკვდრებს), რამაც განაპირობა ქრისტიანობის სწრაფი გავრცელება მთელს რეგიონში.
 
=== გადასახლება ===
[[რომის იმპერატორი|რომის იმპერატორ]] [[ნერონი]]ს დროს დაიწყო ქრისტიანთა მასიური დევნა. საეკლესიო გადმოცემით წმ. იოანე [[რომაელები|რომაელებმა]] შეიპყრეს და რომში გადაიყვანეს, სადაც მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და საწამლავით ავსებული თასი დაალევინეს. წმ. მოციქული უვნებელი გადარჩა. შემდეგ ის ადუღებულ ზეთში ჩააგდეს, მაგრამ, სასწაულებრივად, ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. რომაელები იძულებული გახდნენ ,წმ. მოციქული კუნძულ [[პატმოსი|პატმოსზე]] გადაესახლებინათ. პატმოსზე, წმ. იოანემ მრავალი სასწაული აღასრულა და მრავალი ადამიანი მოაქცია [[ქრისტიანობა|ქრისტეს სჯულზე]]. შემდგომში, წმ. მოციქულ [[წმ. პროხორე|პროხორესთან]] ([[70 მოციქული|სამოცდაათ მოციქულთაგანი]]) ერთად განმარტოვდა მთაზე. სამდღიანი მარხვის დასრულებისას მთა შეზანზარდა და გაისმა მეხის შემზარავი ხმა. შეშინებულ პროხორეს წმ. იოანემ მოუწოდა ჩაეწერა სიტყვები რომლებსაც წარმოთქვამდა: ”მე ვარ ანი და ჰოე, იტყჳს უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი” (გამ.1:8). ეკლესიის გადმოცემით ”[[იოანეს გამოცხადება]]” (აპოკალიფსი) დაიწერა სწორედ კუნძულ [[პატმოსი|პატმოსზე]] ახ.წ. 67. ქრისტიანთა შეხედულებით, ”იოანეს გამოცხადებაში” გაიხსნა ეკლესიათა განგების და ბოლო ჟამის საიდუმლოებები.
 
=== დაბრუნება ===
ხაზი 16:
 
=== აღსასრული ===
წმ. იოანე ღვთისმეტყველმა 100 წელზე მეტხანს იცოცხლა. როდესაც მოციქულმა რომ იგრძნო, რომ ახლოვდებოდა მისი ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული, ახლოვდებოდა, შვიდ მოწაფესთან ერთად გავიდა ეფესოდან და მიწაში მათ ჯვრის ფორმის საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მოწაფეებსმოწაფეეს უბრძანა , მისთვის მიწა დაეყარათ. მოწაფეები ქვითინით ეალერსებოდნენ მასწავლებელს, მაგრამ იძულებულნი იყვნენ აღესრულებინათ წმ. მოციქულის თხოვნა. როდესაც დანარჩენმა მოწაფეებმა შეიტყვეს წმ. იოანე ღვთისმეტყველის გარდაცვალების ამბავი, ეფესოში ჩავიდნენ და საფლავი გათხარეს, მაგრამ სხეული ვერ აღმოაჩინეს. გადმოცემის მიხედვით, ყოველ წელს [[8 მაისი|8 (21) მაისს]] წმ. იოანე ღვთისმეტყველის საფლავიდან ამოდიოდა მიწის მტვერი, რომელსაც მორწმუნეები იყენებდნენ სხვადასხვა ხორციელი, თუ სულიერი დაავადების განსაკურნებლად. ქრისტეს მოციქულებიდან იოანემ ყველაზე მეტ ხანს იცოცხლა და მათ შორის იყო ერთადერთი, რომელიც მოწამეობრივი სიკვდილით არ აღესრულა, არამედ მშვიდად მიიცვალა [[ეფესო]]ში [[26 სექტემბერი|26 სექტემბერს]], დაახლოებით ახ.წ. 110. დასაფლავებულია [[ეფესო]]ში.
 
==== წმინდა ნაწილები ====