ისრაელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 84:
უკვე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 63 წელს, [[პომპეუსი]]ს მიერ [[იერუსალიმი]]ს აღების შედეგად, [[იუდეის სამეფო]] [[რომის იმპერია]]ს დაექვემდებარა. ჩვენი წელთაღრიცხვით 66 წელს იუდეველები აჯანყდნენ. 70 წელს რომაელებმა ხელახლა დაიპყრეს იერუსალიმი, მეორე ტაძარი გადაწვეს და ქალაქი ააოხრეს; ამით ბოლო მოეღო ანტიკური ხანის ებრაულ სახელმწიფოებრიობას. აჯანყებულები საბოლოოდ 73 წელს დამარცხდნენ.
 
132 წელს [[ბარ-კოხვაკოხბა]]ს მეთაურობით ახალი ამბოხება დაიწყო და 136 წლამდე გაგრძელდა. ეს ამბოხება რომაელებმა დიდი სისასტიკით ჩაახშვესჩაახშეს, რასაც ასიათასობით ებრაელი ემსხვერპლა; ამის შედეგად ებრაელი ერი უმცირესობად იქცა ისრაელის მიწაზე. [[IX საუკუნე]]მდე ქვეყანაში მაინც არსებობდა რამდენიმე ებრაული ქალაქი და სოფელი, შემდეგ კი ძალზე მცირერიცხოვანი თემებიღა შემორჩა.
 
[[IV საუკუნე|IV საუკუნიდან]] [[XX საუკუნე]]მდე ისრაელის მიწა, რომელიც უფრო [[პალესტინა|პალესტინის]] სახელითაა ცნობილი, მრავალ სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების დამპყრობელს ჩაუვარდა ხელთ. [[შუა საუკუნეები]]ს მიწურულიდან [[ებრაელები]] შეძლებისდაგვარად ჩამოდიოდნენ აქ დიასპორიდან და მათი რიცხვი ქვეყანაში ნელ-ნელა მატულობდა. [[XIX საუკუნე|XIX საუკუნიდან]], [[სიონიზმი|სიონისტური]] მოძრაობის დაარსების მიჯნაზე, ამ იმიგრაციამ მასობრივი ხასიათის მიღება დაიწყო, რის შედეგადაც ებრაელები თანდათან ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცნენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისრაელი“-დან