რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
188.129.152.54-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 213.200.31.117-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|რუსეთ-ოსმალეთის ომი}}
[[ფაილი:Torelli2.jpg|მინი|''ალეგორია, ეკატერინეს თურქეთზე გამარჯვება'' (1772), [[სტეფანო ტორელი]]]]
'''რუსეთ-ოსმალეთის ომი 1768-1774''' - [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] ეკონომიკური განვითარება და გაბატონებული კლასების ინტერესები გადაუდებლად მოითხოვდა [[შავი ზღვა|შავ ზღვაზე]] გასვლას. [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთი]] თავის მხრივ სამფლობელოების გავრცელებას შავიზღვისპირეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ფიქრობდა, [[ასტრახანი (ქალაქი)|ასტრახანის]] აღებასაც ლამობდა. გარდა ამისა, რუსეთი და ოსმალეთი [[პოლონეთი]]ს საკითხშიც ვერ თანხმდებოდნენ. ომის საბაბად ოსმალეთმა ის გამოიყენა, რომ რუსეთმა უარით უპასუხა პოლონეთიდან ჯარის გაყვანის მოთხოვნას, [[საფრანგეთი]]სა და [[ავსტრია|ავსტრიის]] დიპლომატიის წაქეზებით [[1768]] წლის 25 სექტემბერს ოსმალეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა, რუსეთის სტრატეგიული გეგმა 1769 წელს ითვალისწინებდა მთავარი ძალებით (1-ლი არმია გენერალ ა. გოლიცინისა - 80-90 ათ. კაცი) შეტევას ხოტინზე. მე-2 არმია გენერალ [[პეტრე რუმიანცევი]]სა (35 ათ. კაცი) უზრუნველყოფდა მთავარი ძალების შეტევას და ყირიმელი თათრებისაგან იცავდა სამხრეთ საზღვარს [[დონი (მდინარე)|დონიდან]] [[დნეპრი|დნეპრამდე]]. ამავე დროს რუსეთის ფლოტი [[ბალტიის ზღვა|ბალტიის ზღვიდან]] [[ხმელთაშუა ზღვა]]ში უნდა შესულიყო [[დარდანელის სრუტე|დარდანელის]] ბლოკირებისათვის და [[საბერძნეთი|საბერძნეშთი]] ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, როგორც ანტიოსმალური ძალის მხარდაჭერისათვის. ამავე დროს აპირებდნენ ცალკეული რაზმების გამოყენებას ჩრდილოეთ კავკასიაში ნოღაელი თათრების დასამორჩილებლად და [[ქართლ-კახეთის სამეფო|ქართლ-კახეთისა]] და [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფეების ოსმალეთის წინააღმდეგ ომში ჩასაბმელად.
 
[[1769]] წლის იანვარში ყირიმის ხანი 80-ათასიანი ჯარით შეიჭრა [[უკრაინა]]ში. რუსეთის მეორე არმიამ უკუაქცია ყირიმელი თათრები და [[აზოვის ზღვა|აზოვის ზღვის]] სანაპირო დაიკავა. აპრილსა და ივნისში რუსეთის პირველმა არმიამ ორჯერ მიიტანა იერიში ხოტინზე, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ვერც ოსმალებმა შეძლეს [[ხოტინი]]ს მომარაგება და სექტემბერში დატოვეს იგი. 1-ლი არმიის სარდლად რუმიანცევი დანიშნეს, ხოლო მის მაგიერ მე-2 არმიის მეთაურობა პ. პანინს დაავალეს. რუმიანცევის არმიამ ქალაქი [[იასი]] დაიკავა. ბალტიის ზღვიდან კი რუსეთის ესკადრა ადმირალ გ. სპირიდოვის მეთაურობითხმელთაშუა ზღვისკენ დაიძრა. 1770 წლის 24-26 ივნისს ეგეოსის ზღვაზე [[ჩესმენის ყურე]]ში, რუსეთის ესკადრამ გაანადგურა ოსმალთა ფლოტი. რუმიანცევის არმიამ მდინარე ლარგსა და მდინარე კაგულზე გამარჯვებები მოიპოვა. შემდეგ ბენდერის, იზმაილის, კილიასა და აკერმანის ციხესიმაგრეები აიღო.