სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 8:
 
==ფორმალური კლასიფიკაცია==
[[ფაილი:Battle of Gettysburg.jpg|მინი|[[გეტიზბერგის ბრძოლა]], [[აშშ-ის სამოქალაქო ომი ]], (1863)]]
ზოგიერთი მკვლევრის მიხედვით, სამოქალაქო ომი განმარტებულია, როგორც „ძალადობრივი კონფლიქტი, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ებრძვის ორგანიზებულ ჯგუფებს, რომლეთა მიზანიც ცენტრალური არ რეგიონული ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ამ გზით სახელმწიფოს პოლიტიკის შეცვლაა“<ref name=fearon />. არსებობს მოსაზრება, რომ სამოქალაქო ომის ერთ-ერთი მხარე აუცილებლად [[სახელმწიფო]]ა<ref name=hironaka3 /> განსხვავებების ძიება, სამოქალაქო არეულობასა და სამოქალაქო ომს შორის დღემდე აქტუალურია. [[პოლიტიკური მეცნიერება|პოლიტიკური მეცნიერებების]] ზოგიერთი მკვლევრის აზრით, სამოქალაქო ომს 1 000 მსხვერპლი ან მეტი უნდა ახლდეს თან<ref name=fearon />, მაშინ როცა სხვა მკვლევართა აზრით თითოეულ მხარეთა დანაკარგი 100 ადამიანის შემთხვევაში<ref>Edward Wong, [https://www.nytimes.com/2006/11/26/world/middleeast/26war.html?_r=1&oref=slogin "A Matter of Definition: What Makes a Civil War, and Who Declares It So?"] ''New York Times''. November 26, 2006</ref>, უკვე საკმარისი ნიშნულია იმისთვის, რათა სამოქალაქო დაპირისპირება ომად შეფასდეს.
 
მკვლევართა მიერ ხშირად გამოიყენება The Correlates of War-ის6 მონაცემთა ბაზა, რომელიც 1963 წლიდან აგროვებს მონაცემებს ომების ისტორიასთან დაკავშირებით, მასში შესულია როგორც თანამედროვე, ისე წარსული ომების შესახებ მონაცემები. ზემოაღნიშნული ბაზის კლასიფიცატორი სამოქალაქო ომთან მიმართებაში 1 000 მსხვერპლია წლის განმავლობაში, რომლებიც დაკავშირებული არიან კონფლიქტთან. ზოგიერთი სამოქალაქო ომისთვის ეს რიცხვი ძალიან მცირეა, მაგალითად [[სუდანის მეორე სამოქალაქო ომი]] და [[კამბოჯის სამოქალაქო ომი]], თუმცა გაცილებით დიდი მაჩვენებელია ჩრდილოეთ ირლანდიაში „The Troubles“ სახელით ცნობილი განვითარებული მოვლენებისთვისა და [[აფრიკის ეროვნული კონგრესი]]სთვის, აპართეიდის ერაში.<ref name=hironaka3 />
 
წელიწადში 1,000 მსხვერპლის კრიტერიუმზე დაყრდნობით, , 213 სამოქალაქო ომი მოხდა 1816-დან 1997 წლის ჩათვლით და 104 მათგანი 1944-დან 1997 წლების პერიოდში იყო.<ref name=hironaka3 /> 1,000 მსხვერპლის კრიტერიუმით კი 90 სამოქალაქო ომი იყო 1945 წლიდან 2007 წლის ჩათვლით, რომელთაგან 20, 2007 წლისთვის მიმდინარე გახლდათ.<ref name=fearon />
 
[[ჟენევის კონვენციები|ჟენევის კონვენციები]] არ აკონკრეტებს ტერმინ „სამოქალაქო ომს“, მიუხედავად ამისა კონვენციის ფარგლებში ხელმომწერი მხარეებისთვის გამოკვეთილია ცნება „შეიარაღებული კონფლიქტებისა, რომელიც არ არის საერთაშორისო ხასიათის“. სწორედ ეს ჩანაწერი მოიცავს სამოქალაქო ომებსაც.
აზრთა სხვადასხვაობის თავიდან ასაცილებლად, საჭიროებებიდან გამომდინარე, ჟენევის კონვენციის ჩანაწერები შემდგომში კომენტარების სახით განმარტა [[წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი|წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა]].
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამოქალაქო_ომი“-დან