ტრაპიზონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 86:
VI საუკუნეში [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] იმპერატორმა [[იუსტინიანე I (ბიზანტია)|იუსტინიანე I]]-მა აღადგინა მიწისძვრისგან დაზიანებული ქალაქის კედლები. ტრაპიზონს ის სპარსეთთან ომებში ბაზად წარმოადგენდა. იუსტინიანეს მხედართმთავარი, [[ველისარიუსი]] კი დიდხანს იყო გამოსახული ტრაპიზონის წმინდა ბასილის ეკლესიაში. VII საუკუნემდე დაარსდა ტრაპიზონის უნივერსიტეტი, რომელიც იზიდავდა სტუდენტებს როგორც ბიზანტიიდან, ასევე სომხეთიდან.<ref>Calzolari, V. "The Armenian translation of the Greek Neoplatonic Works" in ''Greek Texts and Armenian Traditions: An Interdisciplinary Approach'', 2016, p. 51</ref> VIII-X საუკუნეებში ტრაპიზონმა კვლავ დაიბრუნა მნიშვნელობა. ამ დროს ის ბიზანტიური თემის, [[ხალდია]]ს ცენტრი იყო. 884-885 წლებში აშენდა წმინდა ანას ეკლესია. X საუკუნის [[მუსლიმები|მუსლიმი]] ავტორები აღნიშნავდნენ, რომ მუსლიმი ვაჭრები ხშირად სტუმრობდნენ ტრაპიზონს, რომელიც [[ბიზანტიური აბრეშუმი]]ს ისლამურ ქვეყნებში ტრანსპორტირების მთავარი ცენტრი იყო.<ref>''R.B. Serjeant'', Islamic Textiles: material for a history up to the Mongol conquest, 1972, გვ 63, 213</ref> [[აბრეშუმის გზა|აბრეშუმის გზის]] ზოგიერთი ქარავანი ჩერდებოდა ტრაპიზონში, სადაც აზიურ საქონელს ევროპელი ვაჭრები ყიდულობდნენ და გემებით ევროპის ქალაქებში მიჰქონდათ. ვაჭრობიდან ქალაქს შემოსავალი რჩებოდა საბაჟო გადასახადის სახით.<ref>Speros Vryonis, ''The Decline of Medieval Hellenism in Asia Minor and the Process of Islamization from the Eleventh through the Fifteenth Century'' (Berkeley: University of California, 1971), გვ. 16</ref>ტრაპიზონს სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა [[ქართველთა სამეფო]]სთან [[არტანუჯი]]სა და [[კოლა]]ს ხეობების გავლით.<ref>Robert W. Edwards: ''The Vale of Kola: A Final Preliminary Report on the Marchlands of Northeast Turkey.'' Dumbarton Oaks Papers 42, 1988, S. 126</ref>.
 
X საუკუნის არაბი ისტორიკოსი [[აბუ ლ-ფიდა]] ტრაპიზონს [[ლაზეთი|ლაზურ]] ნავსადგურად იხსენიებს. ტრაპიზონამდე აღწევდა [[საქართველოს სამეფო]]ს საზღვარი [[ვახუშტი ბატონიშვილი]]სა და [[თეიმურაზ ბატონიშვილი]]ს ცნობებით. ტრაპიზონის სამხრეთით, [[გუმუშჰანეს პროვინცია]]შია ნავარაუდები საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ საზღვრის აღმნიშვნელოაღმნიშვნელი ტოპონიმი [[რკინის პალო]].<ref>{{cite book| | first=| last= [[მამია დუმბაძე|დუმბაძე, მ.]]| title=მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის | chapter=„გურიის სამთავროს სოციალურ-ეკონომიური ვითარება XIX საუკუნის პირველ მესამედში“| publisher=საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა |series=ნაკვეთი XXX|location=თბილისი |year=1954| origyear=| isbn=| edition=|page=5|url=http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/266518}}</ref>
 
[[ბასილი II (ბიზანტია)|ბასილი II]]-მ (976–1025 წწ.) ტრაპიზონი ააყვავა. მან ააშენა უამრავი ეკლესია, რომლებიც დღევანდლამდე არ შემორჩნენ ან თავდაპირველი სახე მნიშვნელოვნად შეიცვალეს. X საუკუნეში ტრაპიზონმა შეძლო მოეგერიებინა [[სელჩუკთა სახელმწიფო]]ს თავდასხმები, მაგრამ 1071 წელს [[მანასკერტის ბრძოლა]]ში ბიზანტიის დამარცხების შემდეგ ტრაპიზონს სელჩუკები დაეუფლნენ. სელჩუკებისგან ქალაქი გაათავისუფლა ადგილობრივმა ფეოდალმა თეოდორე გაბრასმა, რომელიც ამის შემდეგ ტრაპიზონს საკუთარი სამეფოსავით მართავდა. გაბრასი 1098 წელს სელჩუკებმა მოკლეს, თუმცა მისი შთამომავლები აგრძელებდნენ ტრაპიზონის დე-ფაქტო მართვას შემდეგ საუკუნეში, რასაც ადასტურებენ გაბრასისა და მისი შთამომავლების მიერ მოჭრილი მონეტები.<ref>Bendall, [https://www.jstor.org/stable/42666585 "The Mint of Trebizond under Alexius I and the Gabrades"], ''Numismatic Chronicle'', Seventh Series, '''17''' (1977), გვ. 126–136</ref>1140 წელს [[იოანე II (ბიზანტია)|იოანე II-მ]] აღადგინა ტრაპიზონში კეისრის ხელისუფლება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრაპიზონი“-დან