ფლორენციის საჰერცოგო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 41:
|წინამორბედი4 =
}}
'''ფლორენციის საჰერცოგო''' ({{lang-it|Ducato di Firenze}}) — XVI საუკუნეში არსებული იტალიური სამთავრო, რომლის ცენტრსაც ქალაქი [[ფლორენცია]] წარმოადგენდა. საჰერცოგო შეიქმნა [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის]] [[საღვთო რომის იმპერატორთა სია|იმპერატორ]] [[კარლ V]]-ის მიერ [[1530]] წელს ფლორენციაში [[მედიჩი (დინასტია)|მედიჩების]] მმართველობის აღდგენის შემდეგ.{{sfn|Goudriaan|2018|p=8-9}} პაპმა [[კლემენტ VII]]-მ, რომელიც თავადაც მედიჩების დინასტიის წარმომადგენელი იყო, თავისი ნათესავი, [[ალესანდრო მედიჩი]] ფლორენციის რესპუბლიკის ჰერცოგად დანიშნა და ამ აქტით რესპუბლიკა მემკვიდრეობით მონარქიად გადააქცია.{{sfn|Goudriaan|2018|p=8-9}}
 
მეორე ჰერცოგმა, [[კოზიმო I მედიჩი|კოზიმო I-მა]] ძლიერი ფლოტი შექმნა და საჰერცოგოს ტერიტორიები განავრცო; შეიძინა [[ელბა (კუნძული)|კუნძული ელბა]] და დაიპყრო [[სიენის რესპუბლიკა|სიენა]]. [[1569]] წელს პაპმა კოზიმო ტოსკანის დიდ ჰერცოგად გამოაცხადა. მედიჩები [[ტოსკანის დიდი საჰერცოგო|ტოსკანის დიდ საჰერცოგოს]] [[1737]] წლამდე მართავდნენ.
 
== წარმოშობა და ჩამოყალიბება ==
[[1434]] წლიდან მოყოლებული [[ფლორენცია]] მედიჩების საგვარეულოს არაფორმალური მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა.{{sfn|Crum|Paoletti|2008|p=44}} კონიაკის ლიგის ომის დროს ფლორენციელები მედიჩების წინააღმდეგ ამხედრდნენ და რესპუბლიკის თავისუფლება აღადგინეს.{{sfn|Fletcher|2016|p=38-41}} ფლორენციის ალყისას რესპუბლიკის დანებების შემდეგ, [[კარლ V]]-მ გამოსცა პროკლამაცია, სადაც ღიად აცხადებდა, რომ მას და მხოლოდ მას ჰქონდა ფლორენციის მმართველობის განსაზღვრის უფლება.{{sfn|Hale|2001|p=118}} [[1530]] წლის [[12 აგვისტოსაგვისტო]]ს იმპერატორმა ჩამოაყალიბა ფლორენციის რესპუბლიკის მედიჩების მემკვიდრეობითი მმართველობა.{{sfn|Hale|2001|p=119}}
 
პაპ კლემენტ VII-ს სურდა თავისი ნათესავი ალესანდრო მედიჩი{{efn|ალესანდრო ძირითადად, ლორენცო მედიჩის უკანონო შვილადაა მიჩნეული, თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ თავად კლემენტი იყო მამამისი.{{sfn|Fletcher|2016|p=16,280-81}}}} გამხდარიყო ფლორენციის გამხდარიყო მმართველი, თუმცა ამავდროულად სურდა ეს იმგვარად მომხდარიყო, რომ გაჩენილიყო წარმოდგენა, თითქოს ფლორენციელებმა დემოკრატიულად აირჩიეს ალესანდრო თავიანთ მმართველად.{{sfn|Hale|2001|p=119}} ტიტული „ფლორენციის ჰერცოგი“ რეგიონში მედიჩების ძალაუფლების განმტკიცების მიზნით შეირჩა. [[1532]] წლის აპრილში პაპმა დაარწმუნდა ''ბალია'', ფლორენციის მმართველი კომისია, ახალი კონსტიტუცია შეექმნათმიეღოთ, რომელიც ოფიციალურად აყალიბებდა მემკვიდრეობით მონარქიას. ამ ახალი აქტით გაუქმდა ძველთაძველი ''სინიორია'' (არჩევითი მთავრობა) და ''გონფალონერის'' თანამდებობა და ისინი ჩანაცვლდა სამი ინსტიტუტით:
*''კონსილიერე'' — სამთვიანი ვადით არჩეული ოთხწევრიანი საბჭო, რომელსაც ფლორენციის ჰერცოგი მეთაურობდა.
*48 კაცისაგან შემდგარი სენატი, რომელიც ''ბალიას'' მიერ ირჩეოდა და ფლობდა ფლორენციის ფინანსური, უშიშროებისა და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის პრეროგატივას. გარდა ამისა, სენატი ნიშნავდა ომისა და საჯარო უსაფრთხოების კომისიებსა და პიზის, არეცოს, პრატოს, ვოლტერასა და კორტონას მმართველებს, ასევე, ელჩებს.{{sfn|Hale|2001|p=121}}
*ორასის საბჭო — წარმოადგენდა პეტიციების სასამართლოსასამართლოს, რომლის წევრებიც სიცოცხლის ბოლომდე ინიშნებოდნენ.
 
== ალესანდროსალესანდრო მედიჩის მმართველობა ==
[[File:Jacopo Pontormo 056.jpg|thumb|left|ალესანდრო მედიჩი]]
ალესანდროს გაჰერცოგების შემდეგაც კი საიმპერიო ჯარები კვლავაც რჩებოდნენ ფლორენციაში. [[1535]] წელს რამდენიმე გავლენიანმა ფლორენციულმა ოჯახმა პაცის ჩათვლით (ამ ოჯახმა პაცის შეთქმულებისას ლორენცო მედიჩის მოკვლა სცადა) იპოლიტო მედიჩის ხელმძღვანელობით დელეგაცია გაუგზავნა [[კარლ V]]-ს ალესანდროს გადაყენების თხოვნით. დელეგაციას თავზარი დასცა იმპერატორის უარმა. კარლს არავითარი სურვილი არ ჰქონდა გადაეყენებინა ალესანდრო, რომელიც მის ქალიშვილზე, [[მარგარეტ პარმელი|მარგარეტზე]] იყო დაქორწინებული.
ხაზი 59:
ალესანდრო ფლორენციას კიდევ ორი წელი მართავდა, სანამ [[1537]] წლის 1-ლ იანვარს თავისმა შორეულმა ნათესავმა, ლორენცინო მედიჩიმ არ მოკლა.
 
== კოზიმოსკოზიმო მედიჩის მმართველობა ==
[[File:Agnolo Bronzino - Cosimo I de' Medici in armour - Google Art Project.jpg|thumb|right|კოზიმო I მედიჩი]]
რადგანაც ალესანდროს ლეგიტიმური მემკვიდრე არ ჰყავდა, გაჩნდა მისი შემცვლელის განსაზღვრის საჭიროება. 1537 წელს ფლორენციის ხელისუფლებამ შეარჩია კოზიმო მედიჩი.{{sfn|Langdon|2006|p=34}} ამ ამბის გაგების შემდეგ გაძევებული სტროცების ოჯახი ფლორენციაში შეიჭრა და კოზიმოს გადაყენება სცადა, თუმცა მონტემურლოს ბრძოლაში დამარცხდა.{{sfn|Landon|2013|p=74}} კოზიმომ მთლიანად გადაახალისა ფლორენციის მმართველობა და ბიუროკრატია. 1542 წელს კარლ V-მ ფლორენციაში განთავსებული საიმპერიო ძალები გაიხმო.