ფლორენციის საჰერცოგო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 63:
რადგანაც ალესანდროს ლეგიტიმური მემკვიდრე არ ჰყავდა, გაჩნდა მისი შემცვლელის განსაზღვრის საჭიროება. 1537 წელს ფლორენციის ხელისუფლებამ შეარჩია კოზიმო მედიჩი.{{sfn|Langdon|2006|p=34}} ამ ამბის გაგების შემდეგ გაძევებული სტროცების ოჯახი ფლორენციაში შეიჭრა და კოზიმოს გადაყენება სცადა, თუმცა მონტემურლოს ბრძოლაში დამარცხდა.{{sfn|Landon|2013|p=74}} კოზიმომ მთლიანად გადაახალისა ფლორენციის მმართველობა და ბიუროკრატია. 1542 წელს კარლ V-მ ფლორენციაში განთავსებული საიმპერიო ძალები გაიხმო.
 
1548 წელს კარლ V-მ კოზიმოს ელბა გადასცა და ამ უკანასკნელმაც თავისი ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ფლოტიც აქ განათავსა.{{sfn|Hattendorf|Unger|2003|p=172}} კოზიმომ დააარსა საპორტო ქალაქი ლივორნო და ქალაქის მაცხოვრებლებს ნება დართო ესარგებლათ რწმენის თავისუფლების უფლებით. 1554 წლის 2 აგვისტოს მარჩიანოს ბრძოლაში კოზიმომ ესპანეთსა და საღვთო რომის იმპერიასთან კავშირში დაამარცხა სიენის რესპუბლიკა, რომელიც საფრანგეთის მოკავშირე იყო.{{sfn|van Veen|2013|p=190}} 1555 წლის 17 აპრილს ფლორენციამ და ესპანეთმა დაიკავეს სიენის ტერიტორია, რომელიც [[1557]] წლის ივლისში ფელიპე[[ფილიპე II (ესპანეთი)|ფილიპე II-მ]] კოზიმოს უბოძა როგორც ფეოდალური მამული.{{sfn|van Veen|2013|p=190}} 1560 წელს ჰერცოგის ოჯახი პალაცო პიტიში გადავიდა საცხოვრებლად. კოზიმომ არქიტექტორ ვაზარის მედიჩის ბანკის ოფისებისათვის უფიცის აგება დაავლა, რითაც გააგრძელა მედიჩების ტრადიციული პატრონაჟი ხელოვნებისადმი. 1569 წელს კოზიმომ პაპ პიუს V-გან ტოსკანის დიდი ჰერცოგის ტიტული მიიღო. მედიჩები ტოსკანის დიდ საჰერცოგოს 1737 წლამდე მართავდნენ.
 
== ლიტერატურა ==