კარლ ლიბკნეხტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 28:
 
==რევოლუცია და სიკვდილი==
გერმანიის რევოლუციის დაწყების შემდეგ, ლიბნეხტმა თავისი საქმიანობა განაგრძო „სპარტაკელთა ლიგასა“ და კომუნისტურ პარტიაში. მან განაახლა ჯგუფის ხელმძღვანელობა როზა ლუქსემბურგთან ერთად და დაიწყო მისი პარტიული ორგანოს -, Die Rote Fahne4Fahne (წითელი დროშა) -, გამოცემა.
 
გერმანიის რევოლუციის დაწყების შემდეგ, ლიბნეხტმა თავისი საქმიანობა განაგრძო „სპარტაკელთა ლიგასა“ და კომუნისტურ პარტიაში. მან განაახლა ჯგუფის ხელმძღვანელობა როზა ლუქსემბურგთან ერთად და დაიწყო მისი პარტიული ორგანოს - Die Rote Fahne4 (წითელი დროშა) - გამოცემა.
ლუქსემბურგთან, იოგიჩესა და ცეტკინთან ერთად, ლიბკნეხტიც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო [[1919]] წლის სპარტაკის ლიგის აჯანყებისას. თავდაპირველად ლიბკნეხტი და ლუქსემბურგი ეწინააღმდეგებოდნენ აჯანყებას, მაგრამ დროებით. მოგვიანებით ისინიც ჩაერთნენ მასში. აჯანყებას სასტიკად დაუპირისპირდა გერმანიის ახალი მთავრობა. კომუნისტთა აჯანყების წინააღმდეგ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ პრეზიდენტ [[ფრიდრიხ ებერტი|ფრიდრიხ ებერტის]] მმართველობის პირველ თვეებში დაარსებული „თავისუფალი კორპუსის“ წარმომადგენლები, რომლებსაც ძირითადად ძალიან დიდი საომარი, საბრძოლო გამოცდილება ჰქონდათ.
13 იანვარს აჯანყება დასრულდა. ლიბკნეხტი და ლუქსემბურგი დაიჭირეს „თავისუფალი კორპუსის“ შენაერთებმა. [[1919]] წლის 15 იანვარს ჯარისკაცებმა ლიდერები მიიყვანეს [[ბერლინი|ბერლინში]] მდებარე სასტუმრო - „ედემში“, სადაც მათ მრავალი საათის განმავლობაში აწამებდნენ და ჰკითხავდნენ. ლუქსემბურგი ჯერ იარაღის ტარით სცემეს, შემდეგ სხეული დაუხვრიტეს და მისი გვამი ლენდვერის არხში გადააგდეს, ხოლო კარლ ლიბკნეხტი აიძულეს მანქანიდან გადასულიყო, როცა იგი გადაყავდათ სხვაგან და მას ზურგში ესროლეს. ოფიციალურ განცხადებებში ნათქვამია, რომ ის დახვრიტეს გაქცევის მცდელობისას. მიუხედავად ბევრი ვერსიისა „თავისუფალი კორპუსის“ კაპიტანი ვალდემარ პაბსტი5 ირწმუნებოდა, რომ: „მან ისინი სიკვდილით დასაჯა“.
 
==დიდება==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარლ_ლიბკნეხტი“-დან