ოპერაცია ბარბაროსა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Operation Barbarossa corrected border.png|thumb|250px|right|ოპერაცია ბარბაროსა]]
'''ოპერაცია „ბარბაროსა“''' ('{{lang-de|Fall Barbarossa}}) — [[მმო|მეორე მსოფლიო ომის]] პერიოდში [[დიდი სამამულო ომი|გერმანია-სსრკ-ის ომის]] ოფიციალური გერმანული კოდური სახელწოდება („საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორ [[ფრიდრიხ I ბარბაროსა|ფრიდრიხ I]] ბარბაროსას სახელის მიხედვით).<ref name="Higgins">{{Citation|title=Hitler and Russia|first=Trumbull|last=Higgins| publisher=The Macmillan Company|year=1966|pages=11–59, 98–151}}</ref><ref>Bryan I. Fugate. Strategy and tactics on the Eastern Front, 1941. Novato: Presidio Press, 1984.</ref> [[1940]] წლის [[5 დეკემბერი|5 დეკემბერს]] დამტკიცდა სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის უფროსის გენერალ [[ფრანც ფონ ჰალდერი|ჰალდერის]] მიერ წარმოდგენილი გეგმის („გეგმა ოტო“) საბოლოო ვარიანტი. საერთო სტარატეგიული ამოცანა იყო [[საბჭოთა კავშირი]]ს დამარცხება უმოკლეს დროში ([[ინგლისი|ინგლისთან]] ომის დამთავრებამდე). იგი დაიწყო [[1941]] წლის [[22 ივნისი|22 ივნისს]] [[ვერმახტი]]ს მიერ სსრკ-ზე თავდასხმით და დასრულდა 1941 წლის 5 დეკემბერს, როდესაც [[მოსკოვისათვის ბრძოლა|მოსკოვისთვის გამართულ ბრძოლაში]] გერმანულმა ნაწილებმა შეაჩერეს წინსვლა მოსკოვისაკენ.<ref>Rees, Laurence (2010). "What Was the Turning Point of World War II?". HISTORYNET. Retrieved 8 July 2017.</ref> ოპერაციის დასრულებას მაშინვე მოჰყვა [[წითელი არმია|წითელი არმიის]] კონტრშეტევა (1941 წლის 5 დეკემბრიდან 1942 წლის 7 იანვრამდე). მიუხედავათ იმისა, რომ ოპერაცია საბოლოო ჯამში წარუმატებელი აღმოჩნდა, საბჭოთა წითელ არმიას კიდევ მრავალწლიანი ომი დასჭირდა [[მეორე მსოფლიო ომი|ომში]] საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად.<ref>Shirer, William L. "24, Swedish (Book III)". ''The Rise and Fall of the Third Reich''. pp. 275–87.</ref> საბჭოთა კავშირში ამ ომს „[[დიდი სამამულო ომი]]“ ({{lang-ru|Великая Отечественная Bойна}}) ეწოდა.
 
ოპერაცია მიზნად ისახავდა [[ნაციონალ-სოციალიზმი|ნაცისტური იდეოლოგიის]] პრაქტიკაში განხორციელებას და საბჭოთა კავშირის დასავლეთი ნაწილის დაპყრობას, მისი ტერიტორიის [[გერმანელები|გერმანელებით]] დასახლების მიზნით.<ref>Shelley Baranowski (2011). ''Nazi Empire: German Colonialism and Imperialism from Bismarck to Hitler''. Cambridge University Press. p. 141.</ref> ამ ტერიტორიების დაკავებით ნაცისტური გერმანია მიზნად ისახავდა ე. წ. [[სასიცოცხლო სივრცის]] შექმნას გერმანელი ერისათვის.<ref>André Mineau (2004). ''Operation Barbarossa: Ideology and Ethics Against Human Dignity''. Rodopi. p. 180.</ref>