შალვა ელიავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
1904 წლიდან იყო [[რსდმპ]] წევრი. 1917 წლის მარტიდან დეკემბრამდე იყო [[ვოლოგდის გუბერნია|ვოლოგდის გუბერნიის]] მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს პირველი თავმჯდომარე. 1918 წლის იანვარ-აპრილში იყო ამავე გუბერნიის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე. 1919 წლის 10 აპრილიდან 11 აგვისტომდე იყო ბოლშევიკთა აღმოსავლეთ ფრონტის სამხრეთ დაჯგუფების სამხედრო რევოლუციური საბჭოს წევრი, შემდეგ კი [[საბჭოთა კავშირი]]ს სამხედრო საბჭოს წევრი. 1919 წლის 8 ოქტომბრიდან 1922 წლის 30 აგვისტომდე იყო მოსკოვის მთავრობის მიერ შექმნილი [[თურქესტანი]]ს უმაღლესი მმართველობითი ორგანოს, თურქკომისიის თავმჯდომარე.
 
ელიავა ასევე შედიოდა [[საქართველოს რევოლუციური კომიტეტი|შულავერის კომიტეტში]] ([[სერგო ორჯონიკიძე]], [[ფილიპე მახარაძე]], [[მამია ორახელაშვილი]], შალვა ელიავა, [[ბუდუ მდივანი]] და სხვებთან ერთად), რომელიც შეიქმნა [[რუსეთ-საქართველოს ომი (1921)|საბჭოთა რუსეთ-საქართველოს ომის]] დროს დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის ლეგიტიმაციის მიზნით.<ref>[http://damoukidebloba.ge/c/news/1921-25-tebervali 1921 წლის 25 თებერვლის ოკუპაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი]</ref>
 
[[1921]] წელს [[ალექსანდრე სვანიძე]]სთან ერთდ ხელი მოაწერა [[ყარსის ხელშეკრულება]]ს, რომლის მიხედვით [[საქართველოს სსრ]]-ს [[ბათუმის ოლქი]]დან დარჩა მხოლოდ ქალაქი [[ბათუმი]] და აჭარა, ხოლო [[ართვინის ოკურგი]] და [[არტაანის ოკრუგი]] საქართველომ დაკარგა და თურქეთის შემადგენლობაშ შევიდა<ref>[http://hrono.ru/dokum/192_dok/19211013kars.php Договор о дружбе между АССР, ССРА и ССРГ с одной стороны и Турцией с другой, заключенный при участии РСФСР в Карсе]</ref>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შალვა_ელიავა“-დან