ტრაპიზონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 130:
 
თურქულენოვანი ხალხები ტრაპიზონში ჩნდება XV საუკუნიდან, გარდა [[ოღუზების]] შთამომავალი [[ჩეპნი]]ს ტომისა, რომლებმაც XIII-XIV საუკუნეებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიაში. ამ ეთნიკური ჯგუფის შთამომავლები დღეს ტრაპიზონის პროვინციის ქალაქ [[შალპაზარი]]ში ცხოვრობენ.<ref>''Bernt Brendemoen,'' The Turkish dialects of Trabzon, [[ოსლოს უნივერსიტეტი]], 2002 გვ. 18</ref>
[[File:Lazs from Trabzon.JPG|thumb|300პქ|ტრაპიზონელი ლაზები, 1910-იანი წლები]]
 
სავარაუდოა, რომ ტრაპიზონის, ისევე, როგორც [[რიზე (ქალაქი)|რიზესა]]და სხვა პონტოს რეგიონში არსებული სხვა ძველბერძნული კოლონიების მოსახლეობა ჩეპნი თურქების იმიგრაციამდე შედგებოდა კავკასიური ტომებისგან - [[კოლხები]]სა და [[ლაზები]]საგან, რომლებიც რელიგიურად და ლინგვისტურად ნაწილობრივ ელინიზებულები იყვნენ.<ref>''Michael Meeker'', The Black Sea Turks: some aspects of their ethnic and cultural background, International Journal of Middle Eastern Studies (1971) '''2''':318–345</ref> მკვლევარები ხაზს უსვამს კულტურულ მსგავსებას, რაც გამოიხატება სოფლის სტრუქტურასა და სახლების ტიპში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსა და კავკასიას შორის.<ref>''Karl Koch'', Reise duch Russland nach dem Kaukasis chen Istmus in den Jahren, 1836. ტ.1. გვ. 378</ref><ref>''W.E.D. Allen'', A History of the Georgian People, გვ. 54–55 - ლონდონი, 1932</ref><ref>''Özhan Öztürk'', Karadeniz. 2005. გვ. 35, 757–68</ref><ref>''Bernt Brendomoen'', Laz influence on the Black Sea Turkish Dialects - 1990 (Proceedings from 32nd meeting of the Permanent International Altaistic Conference)</ref> თანამედროვე მიგრაციამ [[საბჭოთა კავშირი]]ს დაშლის შემდეგ გამოიწვია ქალაქში ქართველების, რუსებისა და უკრაინელების ჯგუფების იმიგრაცია. ამჟამად ტრაპიზონში რუსები მნიშვნელოვან ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ, ქალაქში არის რუსულენოვანი მაღაზიები და დაწესებულებები.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრაპიზონი“-დან