ტრაპიზონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 98:
ამ ეკონომიკური აღმავლობის დროს ქალაქში გაჩნდა კულტურის დიდებული ძეგლები. კომნენოსების ძალაუფლების პიკის დროს ქალაქი ბერძნული ხელოვნების უკანასკნელ კუნძულად იქცა მცირე აზიაში. [[ალექსი II (ტრაპიზონი)|ალექსი II]] და [[ალექსი III (ტრაპიზონი)|ალექსი III]] მფარველობდნენ ხელოვნებასა და მეცნიერებას. აშენდა მრავალი ეკლესია, რომლებმაც ჩვენს დრომდე ვერ მოაღწიეს, [[აია-სოფიას ტაძარი (ტრაპიზონი)|მცირე აია-სოფია]]ს გარდა. კომნენოსები აშენებდნენ ახალ მონასტრებს და მხარს უჭერდნენ არსებულებს. მათ აღადგინეს 1310 წლის ხანძრისგან განადგურებული უნივერსიტეტი, გრიგოლ კონიადესმა გახსნა ასტრონომიის აკადემია, რომელსაც ჰქონდა სპარსეთის საზღვრებს გარეთ საუკეთესო [[ობსერვატორია]], მანვე ბერძნულად თარგმნა [[ნასირ ალ-დინ ტუსი]]სა და შამს-ა-დინ ალ-ბუხარის თხზულებები.<ref>[http://islamsci.mcgill.ca/RASI/BEA/Shams_al-Din_al-Bukhari_BEA.htm "Shams al‐Dīn al‐Bukhārī"]. Thomas Hockey et al. (eds.). ''The Biographical Encyclopedia of Astronomers''. New York: Springer, 2007, pp. 1047–1048. Retrieved 12 January 2018.</ref> ობსერვატორია ცნობილი იყო მზის დაბნელების პროგნოზირებით, თუმცა მეტწილად იმპერატორის კარსა და ეკლესიას ემსახურებოდა.<ref>[https://www.academia.edu/29570856/Astronomy_in_the_Trebizond_Empire Astronomy in the Trebizond Empire] Ahmet M. Zehiroğlu (trans. by Paula Darwish). from Trabzon İmparatorluğu 2016, Trabzon.</ref> 1320 წელს მონღოლთა იმპერიის დაცემის შემდეგ ტრაპიზონმა თურქული ტომების რამდენიმე შეტევა გადაიტანა.
 
1340-1349 წლებში იმპერიაში მიმდინარეობდა [[სამოქალაქო ომი ტრაპიზონის იმპერიაში|სამოქალაქო ომი]] ლაზურსა და ბერძნულ პარტიებს შორის. ამას თან დაერთო 1346 წელს [[ფეოდოსია|კაფადან]] გავრცელებული [[შავი ჭირი]]ს ეპიდემია. მიუხედავად ამისა, ქალაქმა მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრის სტატუსი XV საუკუნემდე შეინარჩუნა. XIV საუკუნის მეორე ნახევარში [[სივასი (ქალაქი)|სივასისა]] და [[ანისი]]ს დაცემის შედეგად ბევრი [[სომხები|სომეხი]] ემიგრანტი ჩავიდა ტრაპიზონში. მათ მიერ აშენებული [[კაიმაკლის მონასტერი]] ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით სამი კილომეტრის დაშორებით, [[მინთრიონის გორა|ბოზთეფეს გორაკზე]]გორაზე დგას.
 
===ოსმალური ეპოქა===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრაპიზონი“-დან