ტრაპიზონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მცირე ცვლილებები
ხაზი 69:
===უძველესი ისტორია===
 
ტრაპიზონის მიმდებარე რეგიონში უძველეს დროში დომინირებდნენ [[კოლხები]] და [[ქალდეელებიხალდები]]. ეს ტერიტორია [[ხეთების სამეფო]]ს დროს იწოდებოდა როგორც ჰაიასა-აზი. უფრო მოგვიანებით, ბერძენი ავტორები იხსენიებენ [[მაკრონები|მაკრონებსა]] და [[ხალიბები|ხალიბებს]], როგორც ადგილობრივ მოსახლეობას. ერთ–ერთი დომინანტი ჯგუფი იყო ასევე [[ლაზები]], რომლებიც [[კოლხეთის სამეფო]]ს შემადგენლობაში იყვნენ, სხვა მონათესავე [[ქართველები|ქართულ ტომებთან]] ერთად.<ref>''Phoenix: The Peoples of the Hills: Ancient Ararat and Caucasus'' by Charles Burney, David Marshall Lang, Phoenix Press; New Ed edition (December 31, 2001)</ref><ref>Ronald Grigor Suny, The Making of the Georgian Nation: 2nd edition (December 1994), Indiana University Press, {{ISBN|0-253-20915-3}}, გვ. 45</ref><ref>{{cite web|url=http://timothygrove.blogspot.ro/2012_07_01_archive.html|title=A Star in the East|website=TimothyGrove.Blogspot.ro|access-date=14 იანვარი 2018}}</ref>
 
ქალაქი Τραπεζοῦς დააარსეს [[მილეტი|მილეტელმა]] ვაჭრებმა [[ძვ. წ. 756]] წელს. ეს იყო მილეტელების ერთ-ერთი კოლონია შავი ზღვის პირას დაარსებული დაახლოებით ათი სავაჭრო კოლონიიდან, რომელთა რიცხვში ასევე შედიოდნენ [[სინოპი]] და [[აბიდოსი (ჰელესპონტი)|აბიდოსი]]. ტრაპიზონი უშუალოდ სინოპს ექვემდებარებოდა. ბერძნული კოლონიების უმეტესობის მსგავსად, ქალაქი წარმოადგენდა ბერძნული ცხოვრების [[ანკლავი|ანკლავს]]. ამ დროისთვის ტრაპიზონის სავაჭრო პარტნიორებიპარტნიორებს იყვნენწარმოადგენდნენ [[მოსინიკები]]. ფულის მიმოქცევა დასტურდება ძვ. წ. IV საუკუნიდან. ამას ადასტურებს ვერცხლის მონეტა, რომელიც ლონდონში, [[ბრიტანეთის მუზეუმი|ბრიტანეთის მუზეუმშია]] დაცული.
 
ჰეროდოტეს ცნობით, კავკასიელმა [[კიმერიელები|კიმირიელებმა]] დაიპყრეს ტრაპიზონი, შავი ზღვის სანაპირო და მივიდნენ [[მცირე აზია]]მდე, სანამ ასურელთა მეფე [[ასურბანიფალი|ასურბანიფალმა]] (669-627 წწ.) ისინი არ განდევნა. ძვ. წ. 546 წელს [[კიროს II დიდი|კიროს II]]-მ დაიპყრო შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო და ის [[აქემენიდების იმპერია|აქემენიდების იმპერიის]] სატრაპად აქცია. ტახტის გამო [[არტაქსერქსე II]]-ს ბრძოლა მოუხდა მის ძმასთან, კიროს უმცროსთან. მან კუნაქსასთან დაამარცხა კიროსის ჯარი. კიროსი მოკვდა, ხოლო მის არმიაში მყოფმა ათი ათასმა დაქირავებულმა ბერძენმა უკან დაიხია. [[ქსენოფონტი]]ს ცნობით, პირველი ბერძნული ქალაქი, რომელსაც მათ მიაღწიეს, იყო ტრაპიზონი. ტრაპიზონი აქემენიდების მფლობელობაში იყო [[ალექსანდრე მაკედონელის ომები|ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობებამდე]].
ხაზი 82:
[[I საუკუნე]]ში ტრაპიზონი უშუალოდ მოექცა [[რომის პროვინციები|რომის პროვინცია]] გალატიაში, ხოლო ტრაპიზონის ფლოტი გახდა [[ძველი რომის ფლოტი]]ს ნაწილი. ტრაპიზონმა რომის იმპერიის შემადგენლობაში მიიღო თავისუფალი ქალაქის (civitas libera) სტატუსი, ინარჩუნებდა სასამართლო [[ავტონომია]]სა და ფულის მოჭრის უფლებას. ტრაპიზონი იყო მნიშვნელოვანი ქალაქი რომის პროვინციების [[სომხეთი|სომხეთთან]]ს, [[სირია]]სთან და [[ევფრატი]]ს დაბლობთან დასაკავშირებლად. [[ვესპასიანე ფლავიუსი|ვესპასიანეს]] მმართველობის დროს აშენდა ახალი გზები სპარსეთისა და [[შუამდინარეთი]]სკენ, ხოლო [[ადრიანე]]მ (117–138 წწ.) ტრაპიზონი პროვინციის დედაქალაქად აქცია. ის 129 წელს ეწვია ტრაპიზონს, გააუმჯობესა ქალაქის პორტი, მოუწყო რა მას ხელოვნური ნავმისადგომი. რომაელებმა აგრეთვე გაამაგრეს ქალაქის ციტადელი. II საუკუნეში [[ლუციუს სეპტიმიუს სევერუსი|სეპტიმიუს სევერუსსა]] და [[პესცენიუს ნიგერი|პესცინიუს ნიგერს]] შორის სამოქალაქო ომის დროს ტრაპიზონელებმა ამ უკანასკნელს დაუჭირეს მხარი, რის გამოც ქალაქი მნიშვნელოვნად დაზარალდა. მომდევნო საუკუნეში კი, 258 წელს, ქალაქი [[გუთები|გუთებმა]] ააოხრეს. ტრაპიზონი ვერ დაიცვა მრავალრიცხოვანმა გარნიზონმა და ორმაგმა კედელმა.
 
ტრაპიზონი აღდგა [[დიოკლეტიანე]]ს მმართველობის დროს. IV საუკუნეში ის კვლავ მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, სადაც გუბერნატორისა და პირველი პონტოური ლეგიონის რეზიდენცია იმყოფებოდა. ამავე დროს მიაღწია ტრაპიზონამდე [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გავრცელებამ. IV საუკუნის დასაწყისში აქ აწამეს [[ევგენი ტრაპიზონელი]], რომელმაც მინთრიონის გორაზე დგარი მითრას ძეგლი დაამხო. წამების შემდეგ ქრისტიანებისთვის ევგენი ტრაპიზონელი ქალაქის მფარველ წმინადან იქცა. ქრისტიანული მოსახლეობა თავშესაფარს ტრაპიზონის სამხრეთით, მთებში ეძებდა, სადაც მათ ააგეს [[ვაზელონის მონასტერი|ვაზელონისა]] (270) და [[სუმელა]]ს (386) მონასტრები. [[ნიკეის პირველი საეკლესიო კრება|ნიკეის პირველი საეკლესიო კრების]] დროს ტრაპიზონს უკვე საკუთარი ეპისკოპოსი ჰყავდა, რომელიც, მოგვიანებით, [[ფოთიფაზისი|ფაზისის]] მიტროპოლიტს დაექვემდებარა.
 
VI საუკუნეში [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] იმპერატორმა [[იუსტინიანე I (ბიზანტია)|იუსტინიანე I]]-მა აღადგინა მიწისძვრისგან დაზიანებული ქალაქის კედლები. ტრაპიზონს ის სპარსეთთან ომებში ბაზად წარმოადგენდა. იუსტინიანეს მხედართმთავარი, [[ველისარიუსი]] კი დიდხანს იყო გამოსახული ტრაპიზონის წმინდა ბასილის ეკლესიაში. VII საუკუნემდე დაარსდა ტრაპიზონის უნივერსიტეტი, რომელიც იზიდავდა სტუდენტებს როგორც ბიზანტიიდან, ასევე სომხეთიდან.<ref>Calzolari, V. "The Armenian translation of the Greek Neoplatonic Works" in ''Greek Texts and Armenian Traditions: An Interdisciplinary Approach'', 2016, p. 51</ref> VIII-X საუკუნეებში ტრაპიზონმა კვლავ დაიბრუნა მნიშვნელობა. ამ დროს ის ბიზანტიური თემის, [[ხალდია]]ს ცენტრი იყო. 884-885 წლებში აშენდა წმინდა ანას ეკლესია. X საუკუნის [[მუსლიმები|მუსლიმი]] ავტორები აღნიშნავდნენ, რომ მუსლიმი ვაჭრები ხშირად სტუმრობდნენ ტრაპიზონს, რომელიც [[ბიზანტიური აბრეშუმი]]ს ისლამურ ქვეყნებში ტრანსპორტირების მთავარი ცენტრი იყო.<ref>''R.B. Serjeant'', Islamic Textiles: material for a history up to the Mongol conquest, 1972, გვ 63, 213</ref> [[აბრეშუმის გზა|აბრეშუმის გზის]] ზოგიერთი ქარავანი ჩერდებოდა ტრაპიზონში, სადაც აზიურ საქონელს ევროპელი ვაჭრები ყიდულობდნენ და გემებით ევროპის ქალაქებში მიჰქონდათ. ვაჭრობიდან ქალაქს შემოსავალი რჩებოდა საბაჟო გადასახადის სახით.<ref>Speros Vryonis, ''The Decline of Medieval Hellenism in Asia Minor and the Process of Islamization from the Eleventh through the Fifteenth Century'' (Berkeley: University of California, 1971), გვ. 16</ref>ტრაპიზონს სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა [[ქართველთა სამეფო]]სთან [[არტანუჯი]]სა და [[კოლა]]ს ხეობების გავლით.<ref>Robert W. Edwards: ''The Vale of Kola: A Final Preliminary Report on the Marchlands of Northeast Turkey.'' Dumbarton Oaks Papers 42, 1988, S. 126</ref>.
ხაზი 92:
===ტრაპიზონის იმპერია===
{{მთავარი|ტრაპიზონის იმპერია}}
[[მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა|მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის]] დროს ჯვაროსნებმა აიღეს [[კონსტანტინოპოლი]]. ამას მოყვა [[ლათინთა იმპერია|ლათინთა იმპერიისა]] და ბიზანტიის სხვა მემკვიდრე სახელმწიფოების გაჩენა. ამავე პერიოდში, ან უფრო ადრე, 1204 წელსწლის აპრილში მოეწყო [[ქართველთა ლაშქრობა ხალდიაში]], რომელიც ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ იყო მიმართული. ლაშქრობის შედეგად [[საქართველოს სამეფო]]ს მხარდაჭერით დაარსდა ტრაპიზონის იმპერია. ტრაპიზონი ახალი იმპერიის დედაქალაქი გახდა. იმპერიას სათავეში 1185 წელს განდევნილი [[კომნენოსები]]ს დინასტიის წარმომადგენელი, [[ალექსი I (ტრაპიზონი)|ალექსი I]] ჩაუდგა. ტრაპიზონის იმპერიამ ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრე ქვეყნებიდან ყველაზე დიდხანს იარსება. გეოგრაფიული თვალსაზრისით, ტრაპიზონის იმპერია მოიცავდა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ ვიწრო ზოლის და არ სცდებოდა [[პონტოს მთები|პონტის მთებს]]. ბიზანტიელი ისტორიკოსი [[გიორგი პაქიმერე]] მას საქართველოს ბუფერულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს. ამიტომ ბიზანტიელი ავტორები, რომლებიც [[ლასკარისები|ლასკარისებთან]] და მოგვიანებით [[პალეოლოგოსები|პალეოლოგოსებთან]] იყვნენ დაახლოებულნი, ტრაპიზონის მმართველებს ნამდვილ იმპერატორებად არ მიიჩნევდნენ.<ref>Finlay, George. The History Of Greece From Its Conquest By The Crusaders To Its Conquest By The Turks And Of The Empire Of Trebizond, 1204–1461, By George Finlay. 1st ed. Edinburgh: W. Blackwood and sons, 1851. Print.</ref>
 
XIII საუკუნის შუა წლებში ქალაქმა არნახული აღმავლობა განიცადა სავაჭრო და საბაჟო შემოსავლების შედეგად. ტრაპიზონი იღებდა დიდ ფინანსურ სარგებელს ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობიდან. 1204 წელს [[გენუის რესპუბლიკა]]მ ტრაპიზონში სავაჭრო ფაქტორია დააარსა. 1258 წელს [[ბაღდადის ალყა (1258)|მონღოლების მიერ ბაღდადის ალყამ]] მრავალი ქარავანი გადაისროლა ტრაპიზონის მიმართულებით. 1261 წელს ტრაპიზონში იმყოფებოდა [[მარკო პოლო]], რომელიც სწორედ აქედან გაემგზავრა გემით ვენეციაში. 1306 წელს გენუელებმა ქალაქში ციხე-სიმაგრე იყიდეს. მათმა კონკურენტმა [[ვენეციის რესპუბლიკა]]მ 1319 წელს გახსნა სავაჭრო ცენტრი. ტრაპიზონის ფინანსურ აღმასვლაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ გენუისა და ვენეციის სავაჭრო პუნქტებმა შეასრულეს.<ref>{{cite book|author=მილერი, უ.|title=The Latin Orient |year=2009 |pages=51–54 |publisher=Bibliobazaar LLC|isbn=1-110-86390-X}}</ref> ევროპელებს მიჰქონდათ არამხოლოდ სავაჭრო პროდუქტი, არამედ ლეგენდებიც ქალაქის შესახებ, რის გამოც ტრაპიზონმა გვიანი შუა საუკუნეების და რენესანსის დროის ლიტერატურაში მითიური სახე მიიღო. [[სერვანტესი]]სა და [[ფრანსუა რაბლე]]ს ნაწარმოებების პერსონაჟები ცდილობენ ტრაპიზონში მოხვედრას.<ref>'The lure of Trebizond' by Anthony Eastmond, in ''Byzantium's Other Empire: Trebizond'', p. 22, 2016, Istanbul</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრაპიზონი“-დან