მიწისძვრა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
94.43.44.236-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Gobrona-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Quake epicenters 1963-98.png|მინი|250პქ|მარჯვნივ|გლობალური მიწისძვრების ეპიცენტრები 1963-1998 წლების მონაცემებით]]
[[ფაილი:Global plate motion 2008-04-17.jpg|მინი|250პქ|დედამიწის ფილების მოძრაობა]]
'''მიწისძვრა''' — ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული [[დედამიწა|დედამიწის]] ზედაპირის რხევა. მიწისძვრების უმრავლესობა სუსტია, ხშირად შეუმჩნეველია ადამიანებისათვის და არანაირ ზიანს არ იწვევს. ზოგი მათგანი კი იწვევს დიდ ნგრევას, რასაც ხანდახან თან ახლავს მსხვერპლი. მიწისძვრის სიძლიერე [[რიხტერის სკალა|რიხტერის სკალით]] იზომება. მიწისძვრა ძირითადად, ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული. მიწისძვრის კერა დედამიწის წიაღის იმ უბანს წარმოადგენს, სადაც ქანებში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება. მიწისძვრის სიძლიერე მაგნიტუდით(ტალღების საერთო ენერგიით)და ბალებით ფასდება. ბალის სიდიდე კერის სიღრმესა და მაგნიტუდაზეა დამოკიდებული. დედამიწაზე ორი ძირითადი სეისმური სარტყელია ცნობილი: ალპურ-ჰიმალაური და წყნაროკეანური. [[საქართველო]]ს ტერიტორია, როგორც კავკასიის სეისმური რეგიონის განუყოფელი ნაწილი, ალპურ-ჰიმალაურ სეისმოაქტიურ სარტყელს მიეკუთვნება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორია მოსალოდნელი მიწისძვრების სიძლიერით და თამდევი უარყოფითი შედეგებით, ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია და 7-9 ბალიანი მიწისძვრების რისკის ზონაშია მოქცეული. მიწისძვრას ხშირად თან სდევს მის მიერ პროვოცირებული სხვა სიქიური მოვლენები: [[ცუნამი]], [[მეწყერი]], [[ზვავი|ზვავები]], [[ღვარცოფი]], [[ხანძარი]] და სხვა.
== ფაქტები ==
* [[1988]] წლის 7 დეკემბერს [[სომხეთი]]ს ჩრდილო-დასავლეთში, სპიტაკში, 10 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად მთლიანად დაინგრა ქალაქი [[სპიტაკი]], 58 სოფელი ნაწილობრივ ქალაქები - [[ლენინაკანი]], [[სტეპანაკანი]], [[კიროვაკანი]] და 300-ზე მეტი დასახლებული პუნქტი. დაიღუპა, დაახლოებით, 25 ათასი კაცი, ხოლო 514 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. მიწისძვრამ სომხეთის ტერიტორიის თითქმის 40% მოიცვა. მოსალოდნელი ავარიის რისკის გამო შეჩერდა სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მუშაობა.
 
[[სკოპიეს მიწისძვრა (1963)]]
* [[1991]] წლის 29 აპრილს საქართველოში მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი [[საჩხერე]]სთან ახლოს მდებარეობდა. მიწისძვრის სიმძლავრე 9 ბალი იყო. სოფელი [[ხახიეთი]](მიწისძვრის ეპიცენტრი) მთლიანად განადგურდა. აქ მძლავრი ქვათაცვენა აღინიშნა, რამაც ზოგან მდინარეები გადაკეტა და ხელოვნური ტბები წარმოშვა. მიწისძვრის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები საჩხერის, [[ონი]]სა და [[ამბროლაური]]ს რაიონებში, დაზარალდა ზემო [[იმერეთი]]სა და რაჭის სოფლები. მსხვერპლის რაოდენობა დიდი არ იყო, რადგან მიწისძვრის ეპიცენტრი დასახლებული პუნქტებით მოშორებით მდებარეობდა. ამასთან, მიწისძვრის დროს ადამიანთა უმრავლესობა სამუშაოდ იყო წასული და სახლებში არ იმყოფებოდნენ.
 
* მიყენებული მატერიარული ზარალისა და ადამიანთა მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით მიწისძვრა ყველაზე მასშტაბული დამანგრეველი სტიქიაა. მიწისძვრებისაგან მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 10 ათასი ადამიანი იღუპება. დედამიწაზე წელიწადში საშუალოდ ერთი კატასტროფული და 100 დამანგრეველი მიწისძვრა ხდება.
 
* საქართველოში მიწისძვრების მაღალი აქტიურობით ჯავახეთის ვულკანური მთიანეთი და კავკასიონი გამოირჩევა
ლუკა მჭედლიშვილი 6 კლასელი
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიწისძვრა“-დან