სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
-დაუდასტურებელი ფაქტი
ხაზი 20:
'''სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო''' ({{lang-de|Ministerium für Staatssicherheit}}), შემოკლებით '''შტაზი''' ({{lang-de|Stasi}}) — [[გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა|გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის]] (ე. წ. აღმოსავლეთ გერმანიის) მთავარი საიდუმლო სადაზვერვო სამსახური. შტაზის ცენტრალური სამმართველო მდებარეობდა აღმოსავლეთ [[ბერლინი|ბერლინში]], ნორმანენშტრასეზე. ასევე მისი ცნობილი ცენტრი იყო ლიხტენბერგში და მისი მრავალი ფილიალი გაფანტული იყო მთელ ქალაქში. {{ფაქტი|შტაზი მთელს მსოფლიოში იყო აღიარებული როგორც ყველაზე ეფექტური სადაზვერვო ორგანიზაცია|24|12|2019}}. შტაზის დევიზი იყო ''„პარტიის დროშა და დაშნა“'' ({{lang-de|Schild und Schwert der Partei}}), რაც გერმანიის გაერთიანებულ სოციალისტურ პარტიასთან პირდაპირ კავშირზე მიანიშნებდა. ადრეულ წლებში ამ ორგანიზაციის სახელწოდება ასევე იყო ''სახელმწიფო უშიშროების სამსახური'' ({{lang-de|Staatssicherheitsdienst}}).
 
სამინისტრო შეიქმნა [[1950]] წლის თებერვალში. [[1989]] წლის ნოემბერში სახელწოდება გადაერქვა: ''ეროვნული უშიშროების სამსახური'', ხოლო ერთი თვის შემდეგ გაუქმდა. შტაზის დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა [[ერიხ მილკე]], რომელიც [[ერიხ ჰონეკერი|ერიხ ჰონეკერის]] მსგავსად [[1989]] წლის ოქტომბერში ჩამოაცილეს გერმანიის გაერთიანებული სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობას და გარიცხეს პარტიიდან. {{ფაქტი|1990-იან წლებში მილკე გაასამართლეს, თუმცა ის გაასამართლეს არა შტაზში მუშაობის პერიოდში ჩადენილი ქმედებებისთვის, არამედ მკვლელობისთვის, რომელიც [[1931]] წელს ჩაიდინა|24|12|2019}}.
 
[[1992]] წელს შეიქმნა შტაზის დოკუმენტებზე წვდომის უზრუნველმყოფი ორგანო. გერმანიის ხელახლა გაერთიანების ხელშეკრულების თანახმად, შტაზისთან თანამშრომლობა მიჩნეულია საჯარო ორგანოებში სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად.