მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
წყაროს მითითება
ხაზი 1:
{{წყარო}}
'''მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა''' (DBMS) — პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ურთიერთქმედებს საბოლოო მომხმარებლებთან, აპლიკაციებთან და თავად [[მონაცემთა ბაზა|მონაცემთა ბაზასთან]], მონაცემების აღებისა და გაანალიზების მიზნით.<ref>Connolly, Thomas M.; Begg, Carolyn E. (2014). Database Systems – A Practical Approach to Design Implementation and Management (6th ed.). Pearson. <nowiki>ISBN 978-1292061184</nowiki>.</ref> DBMS დამატებით შეიცავს მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებისთვის გათვალისწინებულ ძირითად შესაძლებლობებს. მონაცემთა ბაზის, DBMS და მათთან დაკავშირებული პროგრამების ერთობლიობას შეიძლება ეწოდებოდეს "მონაცემთა ბაზის სისტემა". ხშირად ტერმინი "მონაცემთა ბაზა" ასევე გამოიყენება აგრეთვე DBMS-ის, მონაცემთა ბაზის სისტემის ან მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებული აპლიკაციის აღსანიშნავად.
 
მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები უზრუნველყოფენ მონაცემთა ბაზებში არსებული მონაცემების დაცვას და უსაფრთხო შენახვას. მონაცემთა ბაზების მართვის სისტემას შეუძლია ერთდროულად მოემსახუროს ათი ათასობით მომხმარებელს, ამასთან ერთად უზრუნველყოს ბაზებში არსებული მონაცემების საიმედო უსაფრთხოება და მთლიანობა.