ბეღურასნაირნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
| fw = 39441
}}
'''ბეღურასნაირნი''' ({{lang-la|Passeriformes}}) — [[ფრინველები|ფრინველების]] [[რიგი (ბიოლოგია)|რიგი]]. აერთიანებს 5000-ზე მეტ სახეობას[[სახეობა]]ს, რომლებიც გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. [[საქართველო|საქართველოში]] გვხვდება 140 სახეობა. ბეღურასნაირნი მცირე და საშუალო ზომის ფრინველებია. სხეულის სიგრძე 9,5 [[სმ]]-იდან ([[ნარჩიტა]]) 65 სმ-მდეა ([[ყორანი]]). ზოგი პატარა მენექტრის წონა 3-4 [[გრამი|გრამს]] აღწევს, ყოლოხოლო ყველაზე დიდი ზომის ბეღურასნაირთა (ყორნის) წონა 1100-1600 გრამამდე. ბეღურასნაირნთა რიგი იყოფა 4 ქვერიგად: [[განიერნისკარტები]] ({{lang-la|Eurylaimi}}) გავრცელებული არიან აფრიკასა[[აფრიკა]]სა და [[სამხრეთი აზია|სამხრეთ აზიაში]]. აქვთ მოკლე და განიერი [[ნისკარტი]], ძირითადად მწერებით[[მწერები]]თ იკვებებიან. ცნობილია 14 სახეობა, რომლებიც ერთიანდება [[რქანისკარტასებრნი|რკანისკარტასებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახში]]; მყვირალა ანუ [[ერთხმიანი ბეღურები]] ({{lang-la|Clamatores}}) უმთავრესად [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკაში]] გვხვდება, არის [[ჩრდილო ამერიკაშიცამერიკა]]შიც. ცნობილია 100-მეტი სახეობა, რომლებიც ერთიანდება 12 ოჯახში; [[ნახევრადმგალობელი ბეღურები]] ({{lang-la|Menurae}}) ავსტრალიაში[[ავსტრალია]]ში ბინადრობენ, აერთიანებს 1 ოჯახის 4 სახეობას, მათგან ყველაზე მეტად ცნობილია [[კუდქნარა]]; [[მგალობელი ბეღურები]] ({{lang-la|Oscines}}) გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. მათ რთული აგებულების ქვედა ხორხის საბგერი აპარატი აქვსთ. ცნობილია 4000-ზე მეტი სახეობა, რომლებიც ერთიანდებიან 49 ოჯახში.
 
ბეღურასნაირნთა შორის არიან მობინადრე, მომთაბარე და მიმოფრენი სახეობები. უმრავლესობა ცხოვრობს ტყეებსა[[ტყე]]ებსა და [[ბუჩქი|ბუჩქნარებში]], ზოგი [[ველი|ველებზე]]. ბეღურასნაირნი განეკუთვნებიან [[ბარტყოვანი ფრინველები|ბარტყოვან ფრინველებს]]. დებენ 1-16, უმეტესად კი 4-6 [[კვერცხი|კვერცხს]]. კრუხობა გრძელდება 11-14 დღე, თუმცა [[ყორანი]] კრუხობს 20 დღეს, ხოლო [[კუდქნარა]] 45 დღეს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ დაახლოებით ერთი წლის ასაკში. ბეღურასნაირნთა უმრავლესობას მავნე მწერების მოსპობით სასოფლო მეურნეობისათვის სარგებლობა მოაქვს.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბეღურასნაირნი“-დან