ალექსანდრე წუწუნავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 28:
 
==ბიოგრაფია==
დაწყებითი განათლება მიიღო [[ოზურგეთი]]ს საქალაქო სასწავლებელში და სწავლა განაგრძო სამასწავლებლო ინსტიტუში, რომელიც არ დაუმთავრებია. ახალგაზრდობაში დგამდა არალეგლურ სპექტაკლებს ოზურგეთში.<ref>{{cite book| | first=| last= | series=წიგნი I| title=მწერალთა ავტობიოგრაფიები| chapter=[[ლიდია მეგრელიძე]]|publisher=[[საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი|ლიტერატურის მუზეუმი]] |location=თბილისი |year=2013| origyear=| isbn=978-99940-28-84-9| edition=|page=387}}</ref> [[1900]] წლიდან მუშაობდა [[ქუთაისი]]ს თეატრში ვ. ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობით. 1901-05 წლებში თბილისის ქართულ თეატრში. 1905-10 წლებში სწავლობდა [[მოსკოვის სამხატვრო აკადემიური თეატრი|მოსკოვის სამხატვრო თეატრის]] სტუდიის სარეჟისორო კუსებზე. რეჟისორის პროფესიას იქ [[კონსტანტინე სტანისლავსკი]]სთან და [[ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო]]სთან დაეუფლა. მისი სწავლის პერიოდი დაემთხვა [[რუსეთის რევოლუცია (1905)|რუსეთის პირველი რევოლუციის]] წლებს. წუწუნავა აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ გამოსვლებში და გვერდიდან იარაღასაც არ იშორებდა. მოსკოვში სხვა ქართველებთან ერთად იცავდა მწერალ [[მაქსიმ გორკი]]ს.
 
საქართველოში დაბრუნდა როგორც პროფესიონალი დრამატული თეატრის რეჟისორი. 1910 წლიდან დაიწყო სარეჟისორო მოღვაწეობა ჯერ [[ჭიათურის დრამატული თეატრი|ჭიათურის თეატრში]], ხოლო შემდგომ 1914-16 წლებში თბილისის სახალხო სახლში და რუსულ თეატრში. სწავლობდა თბილისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში.