კორნელი კეკელიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 8:
ქუთაისში სწავლის დამთავრების შემდეგ კეკელიძემ სწავლა [[თბილისის სასულიერო სემინარია]]ში განაგრძო. მის შენახვას ოჯახი ვერც თბილისში შეძლებდა, ნიჭიერ ახალგაზრდას მაშველად თბილისის სემინარიის ინპექტორი იოანიკე მოევლინა, მისი დახმარებით კორნელი უფასოდ მოეწყო პანსიონში. მასთან ერთად სემინარიაში სწავლობდა [[იოსებ ჯუღაშვილი]]. 1896 წელს კორნელის დედა გარდაეცვალა, ორი წლის შემდეგ კი მამა. კორნელის და მთლიანად დაობლებულ ოჯახს უფროსი და აკვირინე და მისი მეუღლე, [[კალისტრატე ცინცაძე|კალისტრატე ცინცაძის]] უმცროსი ძმა, ამფილოქე ეხმარებოდნენ. როგორც წარჩინებული კურსდამთავრებული, კორნელი სახელმწიფოს ხარჯზე [[კიევი|კიევის]] სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, გამოცდები შესანიშნავად ჩააბარა და სიტყვიერების ფაკულტეტზე მოეწყო.
 
1904 წელს კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ კორნელი საქართველოში დაბრუნდა. 1905-1906 წლებში მასწავლებლობდაწელს [[ქუთაისი|ქუთაისსა]] დამთავარანგელოზის ეკლესიიდან გადაიყავნეს [[თბილისი|თბილისში]], დედათა ეპარქიალურ სასწავლებლის ინსპექტორად. მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა]] და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. 1905-1912 წლებში თანამშრომლობდა კიევის სასულიერო აკადემისთან, 1912-1917 წლებში მუშაობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ორგანოში — „ქრისტიანული აღმოსავლეთი“. 1916 წელს დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად. 1921 წლამდე იყო [[დეკანოზი]].
 
კორნელი კეკელიძე იყო [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] ერთ-ერთი დამაარსებელი. 1918 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. 1919-1925 წლებში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანად მოღვაწეობდა, ხოლო 1926-1930 წლებში სასწავლო-სამეცნიერო ნაწილის პრორექტორი იყო. 1921-1930 წლებში ხელმძღვანელობდა თსუ-თან არსებული სიძველეთსაცავს, 1933-1936 წლებში ხელმძღვანელობდა [[ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი|ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის]] ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. 1942-1949 წლებში განაგებდა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს. სხვადასხვა დროს იყო განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრი და სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ამიერკავკასიის ცაკის წევრი (1927 და 1929 წლებში).<ref name="qse"/>
ხაზი 20:
კორნელი კეკელიძის დიდმა ერუდიციამ, ძველი ქართული მწერლობის როგორც ზოგად, ისე ვიწრო სპეციალურ საკითხებში ღრმა განსწავლულობამ განაპირობა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის ფუნდამენტური ორტომეულის შექმნა ([[1923]]—[[1960|1960 წლებში]] ოთხჯერ გამოიცა). ორტომეულის საფუძველზე კეკელიძემ შექმნა „ძველი ქართული ლიტერატურის კონსპექტური კურსი“ (რუსულ ენაზე, [[1938|1938 წელს]]). 1955 წელს [[იტალია|იტალიის]] დედაქალაქ [[რომი|რომში]] [[გერმანული ენა|გერმანულ ენაზე]] გამოქვეყნდა [[მიხეილ თარხნიშვილი]]სა და [[იულიუს ასფალგი]]ს მიერ გადამუშავებული კეკელიძის ორტომეულის I ტომი.<ref name="qse"/>
 
კორნელის ორი ცოლი ჰყავდა, პირველი მეუღლისგანცოლი, ლიუდმილა, შეირთო კიევში. მასთან სამი შვილი შეეძინა: ალექსანდრე, კოტე და ილია. მეორე1922 მეუღლეწელს მოგვიანებითმასთან განქორწინდა და ცოლად შეირთო მინადორა კასრაძე, რომლისგანაც შვილი არ ჰყოლია. ალექსანდრემ 1924 წელს დააარსა იატაქვეშა გაერთიანება “თავისუფალი საქართველო”. მაშინ ალექსანდრე 18 წლის იყო. ორგანიზაცია ერთ-ერთმა წევრმა გასცა, გვარად ბარათაშვილმა. ორგანიზაციის წევრები და, მათ შორის, ალექსანდრე დააპატიმრეს. ალექსანდრე კეკელიძე დახვრიტეს თავისუფლების მოედანზე. კორნელიმ მძიმედ გადაიტანა შვილის დაღუპვა. იმ პერიოდში კორნელი მეუღლესთან ერთად სამაჩაბლოში იყო. ჩეკისტებმა კორნელი იქ დააპატიმრეს და ისე ჩამოიყვანეს თბილისში. მაგრამ როდესაც დაკითხვების შედეგად დარწმუნდნენ, რომ კორნელის ამ ორგანიზაციასთან არავითარი შეხება არ ჰქონდა, გაანთავისუფლეს.
 
კორნელი კეკელიძემ თავიდანვე განსაზღვრა ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლის დიდი მნიშვნელობა როგორც საკუთრივ ქართული კულტურის ისტორიაში, ისე მსოფლიო საქრისტიანო კულტურის ისტორიის თვალსაზრისით. იგი იკვლევდა ქართულ-ბიზანტიურ, ქართულ-სპარსულ ლიტერატურის ურთიერთობებს, ძველი ქართული ლიტერატურისა და ხალხური სიტყვიერების ურთიერთმიმართების საკითხებს. კეკელიძემ დიდი ამაგი დასდო ქართულ [[ისტორიოგრაფია|ისტორიოგრაფიასაც]], აქვს საგანგებო გამოკვლევები ძველი ქართული დამწერლობის, ქართული წელთაღრივხვისა და კალენდრის, ძველი ქართული სტამბისა და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის, ძველ ქართულ ლიტერატურაში მთარგმნელობითი მეთოდისა და სხვა დიდმნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. მისმა ნაშრომებმა აამაღლა და განამტკიცა ქართული ფილოლოგიური მეცნიერების პრესტიჟი მთელ მსოფლიოში. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართველ მეცნიერებათა კადრების აღზრდაშიც. კეკელიძე დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი|ლენინის ორდენით]] და 2 [[შრომის წითელი დროშის ორდენი|შრომის წითელი დროშის ორდენით]].<ref name="qse"/>