თართი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 54:
თართი [[მდინარე|მდინარის]] და [[ზღვა|ზღვის]] ბინა­დარია. ქვირითობს მარტიდან ივლისამდე. ნაყოფიერება 250000–260000 [[ქვირითი]]ა. სხეული წაგრძელებულია. ზურგის შეფერილობა მუქი ლურჯიდან შავამდეა. გამსვლელი თევზია. მდინარეებში შედის [[მაისი|მაისსა]] და [[ივნისი|ივნისში]]. [[რუსული ზუთხი|რუსულ ზუთხთან]] შედარებით გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება. მამრი სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 8-12, მდედრი 13-15 წლისა. იკვებება ძირითადად [[თევზები]]თ და [[კიბოსნაირნი|კიბოსნაირებით]], [[მოლუსკები]]თ, [[ხრიალები]]თ, [[ოლიგოქეტები]]თ. გავრცელებულია [[შავი ზღვა|შავი ­ზღვის]] სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, [[თურქეთი]]ს, [[რუმინეთი]]ს და [[ბულგარეთი]]ს სანაპირო ზოლში, [[აზოვის ზღვა]]ში, მდინარეებში: [[რიონი|რიონში]], [[ენგური|ენგურში]], [[სუფსა]]ში, [[ოქუმი|ოქუმში]], [[ერისწყალი|ერისწყალში]], [[ხობისწყალი|ხობში]] და [[ჭოროხი|ჭოროხში]], [[დონი|დონში]], [[ყუბანი|ყუბანში]], [[დნეპრი|დნეპრში]], [[დუნაი]]ში.
 
ადრე განიხილებოდა როგორც [[სპარსული ზუთხი]]ს ქვესახეობა, უფრო ადრე კი როგორც [[რუსული ზუთხი]]ს შიდასახეობრივი ფორმა. რუსული ზუთხისგან განსხვავდება დამახასიათებელი ნიშნებით — უფრო წაგრძელებული, მასიური, ქვემოთკენ მოღუნული დინგით. პირველად კოლხური ზუთხი როგორც ქვესახეობა 1940 წელს გამოყო ვ. მარტიმ. 1986 წელს ე. არტიუხინმა და ზ. ზარქუამ კოლხური ზუთხი გამოყვეს როგორც სპარსული ზუთხის ქვესახეობა — Acipenser persicus colchicus.<ref>[http://eiec.gov.ge/News/Press-Releases/კანონპროექტი_რიონის-აღკვეთილი-შექმნისა-და-მართვის.aspx რიონის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ]</ref>
 
თართი ძვირფასი სარეწაო თევზია, რელიქტია. რეწვამ საგრძნობლად შეამცირა მისი მარაგი. მასზე რეწვა 1967 წლიდანაა აკრძალული, თუმცა მისი მარაგი არ არის აღდგენილი. მიზეზი — ბუნებრივი კვლავწარმოების დაბალი მაჩვენებელი და ბრაკონიერობა. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. მიჩნეულია კრიტიკული საფრთხეში მყოფ და მოწყვლად სახეობად ევროპაში. აღსანიშნავია, რომ [[2019|2019 წელს]] სპეციალისტებისგარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ჩატარებული ექსპედიციის პროცესში მოპოვებული იქნა კოლხური ზუთხი, რომლის დათვალიერების და შესწავლის შემდგომ მისი გარემოში დაბრუნება განხორციელდა.<ref>[http://kvira.ge/519325 „წითელ ნუსხაში“ შეტანილი კოლხური ზუთხი შესწავლის შემდგომ გარემოში დააბრუნეს]</ref>
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თართი“-დან