სამხედრო კომუნიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
{{კომუნიზმი}}
'''სამხედრო კომუნიზმი''' — 1918-1921 წლებში [[რსფსრ|საბჭოთა რუსეთი]]ს შიდაპოლიტიკური კურსი, რომლის მიზანი იყო [[რუსეთის სამოქალაქო ომი|სამოქალაქო ომის]] პირობებში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და მშრომელთა გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილება.
 
სამხედრო კომუნიზმის დროს საბჭოთა რუსეთში აიკრძალა კერძო მეწარმეობა, მოხდა [[მრეწველობის ნაციონალიზაცია]], სასაქონლო-ფულადი ურთიერთობები შეიცვალა პირადაპირი საქონელგაცვლით. სამხედრო კომუნიზმის პოლიტიკამ დამანგრეველი შედეგი იქონია რუსეთის ეკონომიკაზე და დიდი უკმაყოფილება გამოიწვია გაჭირვებულ გლეხობაში, რომელიც [[ბოლშევიკები]]ს წინააღმდეგ საბრძოლველად [[მწვანე არმია|მწვანე არმიების]] ჩამოაყალიბებას შეუდგა. 1921 წლის მარტში [[საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია|რუსეთის კომუნისტური პარტიის]] მეათე ყრილობაზე სამხედრო კომუნიზმის ნაცვლად მიიღეს [[ახალი ეკონომიკური პოლიტიკა]].