საქართველოს ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 144:
ფარნაავაზმა გააშენა ბერძენ-მაკედონელთა შემოსევის შედეგად დანგრეული [[მცხეთა]] და სხვა ქალაქები . მანვე შექმნა მთავარი ღვთაება - [[არმაზი (ღვთაება)|არმაზი]]ს კულტი , არმაზის კერპი მცხეთის მოპირდაპირე ე.წ ქართლის მთაზე აღმართეს , სადაც ციხეც გაშენდა და მას [[არმაზი (მცხეთა)|არმაზის ციხე]] ეწოდა . არმაზის როგორც საერთო ღვთაებად ჩამოყალიბებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ახლადჩამოყალიბებულ ქართულ სახემწიფოსთვის .
 
ფარნავაზს [[ლეონტი მროველი]] ქართლში ერთიან სახელმწიფო ენად [[ქართული ენა|ქართულის]] შემოღებას და ქართული მწიგნობრობის შექმნას მიაწერს. ქართლის სამეფომ ფარნავაზისა და მისი უშუალო მემკვიდრეების - [[საურმაგი]]სა და [[მირიან I]]-ის დროს მნიშვნელოვნად გაძლიერდა . სამეფოს ფარგლები საკუთრივ ისტორიული ქართლის გარდა მოიცავდა , [[კახეთი]]ს დიდ ნაწილს , [[სამცხე]]ს , [[ჯავახეთი|ჯავახეთს]] , [[კოლა]]-[[არტაანი|არტაანს]], [[კლარჯეთი|კლარჯეთს]] , აგრეთვე დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს ([[აჭარა]]ს , [[არგვეთი (პროვინცია)|არგვეთს]] , [[ეგრისი|ეგრისს]], [[სვანეთი|სვანეთს]] ). ფარნავაზმა დასავლეთ საქართველოში თავისი პოზიციების განსამტკიცებლად [[შორაპნის ციხე|შორაპნის]] და [[დიმნა|დიმნის ციხე]] ციხეებიები ააგო. ქართლი თავის გავლენას აღმოსავლეთითაც ავრცელებდა . ქართლის სამეფოს ექვემდებარებოდა უმნიშვნელოვანესი გადმოსასვლელები [[კავკასიონი|კავკასიონის ქედზე]] . ამ გადმოსასვლელების გამაგრებით დაინტერესებულები იყვნენ საქართველოს მეზობელი ქვეყნებიც , რადგან აქედან მუდმივად მომთაბარე-მეომარი ტომების შემოსევის საფრთხე იყო. ამ პოლიტიკურ ფაქტორს ქართლის მმართველები კარგად იყენებდნენ .
 
[[ქართლის ცხოვრება|”ქართლის ცხოვრება”]] ფარნავაზის მოღვაწეობის შესახებ :