გრიგოლეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 51:
1614 წელს გრიგოლეთში ჩავიდნენ [[იეზუიტები|იეზუიტი]] მისიონერები [[ლუი გრანჟე]] და ეტიენ ვიო, რომლებიც შემდეგ ეწვივნენ გურიის მთავარს [[მამია II გურიელი|მამია II გურიელს]].<ref>[https://konstantineshistory.wordpress.com/2015/07/25/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90-ii-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-1600-1625-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A/ მამია II გურიელის (1600-1625) ერთი რელიგიური და დიპლომატიური აქტის შესახებ]</ref>
 
გრიგოლეთი [[ჩოჩხათი]]ს სამოურავოში, შემდეგ კი ჩოჩხათის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა. XVIII საუკუნის 10-იან წლებში [[გიორგი IV გურიელი|გიორგი IV გურიელმა]] წყალობის წიგნით ბეჟია, მამუკა და პეპე თავართქილაძეებს უბოძა გრიგოლეთის მებაჟეობა
 
{{ციტატა|ჩვენ ბატონმან გურიელმან გიორგიმ, შენ თავართქილაძეს ბეჟიას, და შენ შვილს მამუკას და პეპეს გიბოძეთ გრიგოლეთის მებაჟეობა: რაც უნდა მოხდეს ყველას ბაჟს შენ აიღებდე და მომიტანდე, შენ სარგებელს შენთვის აიღებდე}}
 
თავართქილაძეებს მებაჟეობის უფლება დაუდასტურა გიორგი IV-ის მემკვიდრე მამია IV გურიელმაც, მაგრამ უკვე [[გიორგი IIIV გურიელი]]ს დროს, 1784 წელს მდინარე [[სუფსა|სუფსის]] მარჯვენა მხარე საბატონიშვილოდ გამოეყო [[ვახტანგ III გურიელი|ვახტანგ III გურიელს]]. ვახტანგისა და შემდეგ, მისი შვილის, დავითის იყო ნავების საბაჟო შემოსავალი გრიგოლეთსა და [[მალთაყვა]]ში. 1788-92 წლებში [[სიმონ III გურიელი|სიმონ III გურიელმა]] კაცო, ბეჟან და ლომკაც ნაკაშიძეებს უბოძა გურიის მთელი სანაპირო ზოლის, ერმენის მებაჟეობა. აკრეფილი გადასახადებიდან ნახევარი ნაკაშიძეებს დარჩებოდათ, ხოლო ნახევარი გურიელებისთვის უნდა გადაეხადათ.
 
1805 წელს გურიაში იმოგზაურა რუსმა ოფიცერმა ლაშქარევმა, რომელსაც შავი ზღვის სანაპიროზე ნავმისადგომის შერჩევა ევალებოდა. ლაშქარევი იმყოფებოდა გრიგოლეთში, რადგან [[პავლე ციციანოვი|პავლე ციციანოვს]] აინტერესებდა, გამოდგებოდა თუ არა გრიგოლეთი ნავმისადგომის მოსაწყობად, რომ რუსეთის გემები ზამთარში იქ შესულიყვნენ. ლაშქარევმა გრიგოლეთის სანაპირო ნავმისადგომის მოსაწყობად შეუფერებლად ცნო. 1841 წლის 20-23 აგვისტოს გრიგოლეთში, დედაბერას წყლებთან გაიმართა ბრძოლა გურულ აჯანყებულებსა და ოდიშის სამთავროს მილიციას შორის, რომელსაც [[დავით დადიანი]] მეთაურობდა. ბრძოლა გურულთა გამარჯვებით დასრულდა. 1886 წელს გრიგოლეთში [[არქეოლოგია|არქეოლოგიურ]] გათხრებს აწარმოებდა ფრანგი არქეოლოგი ჟან მურიე.<ref>''ნ. ხოშტარია'', „ურეკის არქეოლოგიური გამოკვლევები“ მასაალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისთვის ტ 1, N8, გვ. 50 — ივ. ჯავახიშვილის ისტორიის ინსტიტუტი, 1952 წ.</ref> რუსეთის იმპერიის პერიოდში გრიგოლეთი [[ჩოჩხათი]]ს სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა.
 
საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა თევზის მეურნეობა. 1949 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქობულეთიდან ფოთამდე გურიის საზღვაო ზოლში საკურორტო ზოლის მოწყობის შესახებ, 50 კმ სიგრძის მანძილზე გაშენდა [[ბიჭვინთის ფიჭვი]]ს კორომი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრიგოლეთი“-დან