ნაკაშიძეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 34:
ნაკაშიძეების სათავადო მოიცავდა სოფლებს [[გურიანთა]], [[ვაშნარი]], [[ციხისფერდი|ციხე]], [[ჭანიეთური]], [[ბაილეთი|გამოღმა ბაილეთი]], [[ახალსოფელი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|ახალსოფელი]], [[მაკვანეთი]]. ნაკაშიძეები ფლობდნენ ასევე მამულებს [[ჩოჩხათი|ჩოჩხათში]], [[ზედუბანი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|ზედუბანში]], [[ლანჩხუთი|ლანჩხუთში]], [[გოგორეთი|გოგორეთში]], [[ასკანა]]ში, ხარაულში, [[ოქროსქედი|ოქროსქედში]], [[ვაკიჯვარი|ვაკიჯვარსა]] და [[გამოჩინებული|გამოჩინებულში]], მათ ეკუთვნოდათ ძვირფასი ჯიშის ხით მდიდარი ვრცელი ტყეები მდინარე [[ნატანები]]ს ქვემო წელზე.
 
XVII საუკუნის მეორე ნახევარში მცხოვრებმა ბეჟან ნაკაშიძემ, რომელიც იყო [[მამია III გურიელი]]ს დესპანი სტამბოლში, დაუდოგააჩაღა სათავეკულტურულ-საგანმანათლებლო კალიგრაფოსთასაქმიანობა სკოლას [[ციხისფერდი]]სციხის ღვთისმშობლის ეკლესიაში. 1689-171 წლებში იხსენიება თავადიბეჟანის მემკვიდრე გიორგი ნაკაშიძე. ბეჟან და გიორგის ნაკაშიძეების ბრძანებით მღვდელმა საბამ დაწერა „ციხის გულანი“, იგივე „გურიანთული გულანი“. XVIII საუკუნეში ლანჩხუთში ნაკაშიძეებს მამულები წაართვა [[მამია IV გურიელი|მამია IV გურიელმა]], მაგრამ [[გიორგი V გურიელი|გიორგი V გურიელმა]] ეს მამულები ნაკაშიძეებს დაუბრუნა. ამავე საუკუნეში დვაბზუელმა მამუკა ბერიძემ უძეობის გამო იშვილა ნაკაშიძეების სახლიკაცი საყვარელი და მამულები ნაკაშიძეებს უანდერძა. 1788-92 წლებში [[სიმონ III გურიელი|სიმონ III გურიელმა]] კაცო, ბეჟან და ლომკაც ნაკაშიძეებს უბოძა გურიის მთელი სანაპირო ზოლი, ლელისწყალიდან და ჩოლოქიდან გრიგოლეთიანად, გარდა სახარიისა. ეს იყო ე. წ. ერმენის მებაჟეობა, რაც წყლებში ბაჟის აკრეფის უფლებას იძლეოდა, საიდანაც ნახევარი ნაკაშიძეებს დარჩებოდათ, ხოლო ნახევარი გურიელებისთვის უნდა გადაეხადათ. [[გურიის სამთავრო]]ს გაუქმების შემდეგ, 1830 წელს გაუქმდა ნაკაშიძეების სათავადოც. მიუხედავად ამისა, ნაკაშიძეების საგვარეულოს წევრები 1837 წლამდე არ გაყრილან.
 
ნაკაშიძეებს [[გურიელები]]ს კარზე ეჭირათ მესტუმრეთუხუცესის, მეღვინეთუხუცესის, ქალაქთუხუცესისა და მდივანბეგის სახელოები. მათვე ჰქონდათ მიკუთვნებული ოზურგეთის, შემოქმედის, ჩოჩხათის, ჩიბათის და ჯურუყვეთის მოურაობა. ნაკაშიძეების საზაფხულო რეზიდენცია იყო ციხე, საზამთრო კი [[ვაშნარი]]. ნაკაშიძეების ერთი შტო მაკვანეთში ცხოვრობდა და XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე იქ სასახლე ჰქონდა მოწყობილი. სოფელ თხინვალში შემორჩენილია ნაკაშიძეების მარანი, ხოლო მაკვანეთში ნაკაშიძეების გორა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაკაშიძეები“-დან