ნაკაშიძეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 34:
გურანთის ციხე იყო მათი საზაფხულო, ხოლო [[ვაშნარი]]ს ციხე — საზამთრო რეზიდენცია. ნაკაშიძეებს ეკუთვნოდათ გურიის სოფლები: [[გურიანთა]], [[ვაშნარი]], [[ციხისფერდი|ციხე]], [[ჭანიეთური]], [[ბაილეთი|გამოღმა ბაილეთი]], [[ახალსოფელი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|ახალსოფელი]], [[მაკვანეთი]], ასევე მამულები [[ჩოჩხათი|ჩოჩხათში]], [[ზედუბანი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|ზედუბანში]], [[ლანჩხუთი|ლანჩხუთში]], [[გოგორეთი|გოგორეთში]], [[ასკანა]]ში, ხარაულში, [[ოქროსქედი|ოქროსქედში]], [[დვაბზუ]]ში, [[ვაკიჯვარი|ვაკიჯვარსა]] და [[გამოჩინებული|გამოჩინებულში]]. ნაკაშიძეებს [[გურიელები]]ს კარზე ეჭირათ მესტუმრეთუხუცესის, მეღვინეთუხუცესის, ქალაქთუხუცესისა და მდივანბეგის სახელოები. მათვე ჰქონდათ მიკუთვნებული ოზურგეთის, შემოქმედის, ჩოჩხათის, ჩიბათის და ჯურუყვეთის მოურაობა. სოფელ თხინვალში შემორჩენილია ნაკაშიძეების მარანი, ხოლო მაკვანეთში ნაკაშიძეების გორა.
 
XVII საუკუნის მეორე ნახევარში მცხოვრებმა ბეჟან ნაკაშიძემ, რომელიც იყო [[მამია III გურიელი]]ს დესპანი სტამბოლში, დაუდო სათავე კალიგრაფოსთა სკოლას [[ციხისფერდი]]ს ღვთისმშობლის ეკლესიაში. 1689-171 წლებში იხსენიება თავადი გიორგი ნაკაშიძე. 1788-92 წლებში [[სიმონ III გურიელი|სიმონ III გურიელმა]] კაცო, ბეჟან და ლომკაც ნაკაშიძეებს უბოძა გურიის მთელი სანაპირო ზოლი, ლელისწყალიდან და ჩოლოქიდან გრიგოლეთიანად, გარდა სახარიისა. ეს იყო ე. წ. ერმენის მებაჟეობა, რაც წყლებში ბაჟის აკრეფის უფლებას იძლეოდა, საიდანაც ნახევარი ნაკაშიძეებს დარჩებოდათ, ხოლო ნახევარი გურიელებისთვის უნდა გადაეხადათ. [[გურიის სამთავრო]]ს გაუქმების შემდეგ, 1830 წელს გაუქმდა ნაკაშიძეების სათავადოც. მიუხედავად ამისა, ნაკაშიძეების საგვარეულოს წევრები 1837 წლამდე არ გაყრილან.
 
==ნაკაშიძეები XIX საუკუნეში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაკაშიძეები“-დან