თელმა და ლუიზა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 38:
 
'''თელმა და ლუიზა''' ({{lang-en|Thelma & Louise}}) — [[რიდლი სკოტი]]ს 1991 წლის სათავგადასავლო მხატვრული ფილმი. ფილმი მოიწონეს კრიტიკოსებმა და წარმატებული იყო კომერციული თვალსაზრისით.
 
==სიუჟეტი==
{{სიუჟეტი}}
 
თელმა და ლუიზა მეგობრები არიან. ისინი უქმეების ერთად გატარებას აპირებენ. ავტომობილით მგზავრობის დროს ლუიზა თელმას გაანდობს, რომ [[მექსიკა]]ში გადასვლას აპირებს. თელმა დაურეკავს ქმარს და ატყუებს, რომ რამდენიმე დღით არ იქნება. მოგზაურობა კარგად იწყება, მაგრამ ერთ-ერთ ბარში შეჩერების დროს ლუიზა მოკლავს კაცს, რომელიც თელმას გაუპატიურებას ცდილობდა. მეგობრები გარბიან. ისინი შეხვდებიან ახალგაზრდა დამნაშავე ჯეი დის, რომელიც დამგზავრებას სთხოვს. თელმა თანახმაა, თუმცა ლუიზა უარს ეტყვის. საბოლოოდ ქალები ჯეი დის მაინც დაიმგზავრებენ და ერთად გაურბიან პოლიციას. ჯეი დი თელმას გაანდობს, რომ ის მძარცველია. თელმა თავად გაძარცვავს მაღაზიას, რადგან მასა და ლუიზას ფული სჭირდებათ. მათ მანქანას პოლიცია გააჩერებს. შეიარაღებული თელმა და ლუიზა პოლიციელს პოლიციისვე მანქანის საბარგულში ჩაკეტავენ, მის იარაღს და ტყვიებს წაიღებენ და კვლავ განაგრძობენ გზას. პოლიციის მხრიდან დევნას დეტექტივი ჰელ სლოკომბი ხელმძღვანელობს. ის წყვილს თანაუგრძნობს. სლოკომბი ლუიზასთან მოლაპარაკებას ცდილობს. თელმა, თავის მხრივ, ლუიზას ეუბნება, რომ უკან დასახევი გზა არ აქვს. გზად თელმასა და ლუიზას ტრაილერი შეხვდებათ. უმსგავსო საქციელისთვის ქალები მძღოლს დასჯიან და ტრაილერს აუფეთქებენ. პოლიცია თელმასა და ლუიზას მანქანას [[დიდი კანიონი]]ს პირას გამოიჭერს. ქალები გადაწყვეტილებას მიიღებენ და კანიონში გადაეშვებიან.
 
== როლებში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თელმა_და_ლუიზა“-დან